ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა
ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა
ძაღლების ერთგულებასა და სიყვარულზე არაერთი ამბავი გვსმენია. ზოგჯერ მათი საქციელი ადამიანისთვის ნამდვილი მაგალითია. ეს კიდევ ერთი ისტორიაა ძაღლზე, რომელიც ოჯახის წევრებს ჩამორჩა და ერთი თვის განმავლობაში ელოდებოდა მათ მდინარის ნაპირზე.

როდესაც ოჯახი ბანკოკის (ტაილანდი) მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, მათი ძაღლი შემთხვევით წყალში ჩავარდა და ნავზე ასვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ ისევ ნაპირზე დაბრუნდა, ხოლო პატრონებმა გზა განაგრძეს.

ცხოველი ერთი თვის განმავლობაში მოთმინებით ელოდა მდინარის ნაპირას, მაგრამ მის წასაყვანად პატრონები არ დაბრუნებულან. თვითმხილველების თქმით, ძაღლი სევდიანი თვალებით აკვირდებოდა მდინარის სივრცეს, თუმცა, ამაოდ.

Zooclub

კეთილი
ადამიანები მას საკვებს აწვდიდნენ, თავიდან ძაღლი არავის ეკარებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭამა დაიწყო. ის ნაპირს
კვლავ არ შორდებოდა.

Zooclub

ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რომ არა კეთილი ადამიანი, რომელმაც მისი აყვანა გადაწყვიტა. მამაკაცმა ის სახლში წაიყვანა და რუა დაარქვა, რაც "გმირს" ნიშნავს.

Zooclub

არავინ იცის, რატომ არ დაბრუნდნენ რუას ოჯახის წევრები მის წასაყვანად, თუმცა, ის დღეს მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს.

Zooclub

"ყოველდღიურად მისი ნახვა სევდით მავსებდა, როცა გავიგე მისი ახალი პატრონის შესახებ ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში დარდი შეუმსუბუქდება." - ამბობს ადამიანი, რომელიც რუას კვებავდა.

ასევე იხილეთ:

ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა

ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს და მიატოვეს, ის მთელი ძალით მისდევდა მათ...

უპატრონო ძაღლმა 300 კილომეტრი გაიარა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა