ვეტერინარი თავის უიმედო პაციენტთან ერთად საუზმობს (+ვიდეო)
ვეტერინარი თავის უიმედო პაციენტთან ერთად საუზმობს (+ვიდეო)
ვეტერინარი ენდი მატისი (ჯორჯიიდან) კლინიკიდან Granite Hills Animal Care გასვლას აპირებდა, როდესაც უეცრად უცხო ქალბატონმა დარეკა და აცნობა, რომ გზაზე საწყალი ძაღლი იპოვა. ექიმის თხოვნით, ქალბატონმა ლეკვი კლინიკაში მიიყვანა. აუცილებელი იყო მისი გასინჯვა.

როდესაც ექიმმა ეს საწყალი პიტბული დაინახა, გული შეეკუმშა. ძაღლი სრულიად ძალაგამოცლილი იყო ანემიისგან, ჰიპოთერმიისგან და აშკარად ეტყობოდა, რომ შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.

“ორი ვარიანტი მქონდა, - ჰყვება ექიმი, - შემეძლო დამეძინებინა, ან მაინც მეცადა მისი განკურნება. მაშინ მე “სამყაროს შევეკითხე” (ანუ ფეისბუქს), რა გამეკეთებინა. სცადე - იყო
პასუხი”.

ამის შემდეგ რაც მოხდა ერთდროულად გულს ათბობს და აღაფრთოვანებს. იმის გამო, რომ ძაღლი ადამიანებს
არ ენდობოდა, ექიმი გალიაში ჩაიკეტა, რომ მაგალითი მიეცა და ძაღლს ჭამა დაეწყო… მხოლოდ წამალი კი არ კურნავს, სიკეთე და ზრუნვა ყველაზე დიდი მკურნალია.



Zooclub
ეს გრეისია. ის ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ გზაზე საშინელ მდგომარეობაში მომაკვდავი იპოვეს.

Zooclub
ექიმმა მატისმა იცოდა, რომ მას ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დაეძინებინა, ან ეცადა მისი გადარჩენა. ძალიან მცირე შანსების მუხედავად, მან უკანასკნელი აირჩია.

Zooclub
გრეისი ნელ-ნელა მომჯობინდა. კარგად იკვებებოდა და წონაში იმატებდა - სასწაული მოხდა!

Zooclub
ფიზიკური და ემოციონალური ძალების აღდგენისთვის ძაღლს ჯერ კიდევ დრო სჭირდება. ექიმი იმედოვნებს, რომ გრეისის მომავალში ახალი სახლი და მოსიყვარულე პატრონი გამოუჩნდება.

იხილეთ ვიდეო