საინტერესო
ტექსტის ზომა + -
ბუკიას ბაღის ცუგები - ანუ ადგილი, სადაც ქუჩის ძაღლები  მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ! (+ფოტო)
ბუკიას ბაღის ცუგები - ანუ ადგილი, სადაც ქუჩის ძაღლები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ! (+ფოტო)
საზოგადოების შეგნების დონე მისი ცხოველების მიმართ დამოკიდებულებითაც განისაზღვრება. წარსულიდან გამომდინარე, ზოგისთვის შეიძლება უცხოც კი იყოს ის დამოკიდებულება, რაც ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსა და ბაღის ძაღლებს შორის არის ჩამოყალიბებული. გარდა იმისა, რომ ყველა მოვლილი და ნაკვებია, ბაღში ძაღლებისთვის სამი პატარა სახლია ჩადგმული და ეს ყველაფერი საქართველოში, შუა თბილისში ხდება.

ბუკიას ბაღის ცუგები - Bukia Park doggies
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ,,ფეისბუქზე’’ არსებობს გვერდი ასეთი სახელწოდებით, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთი პარკის ბინადარი უსახლკარო ძაღლების შესახებ. გვერდის შემქმნელები ერთგულად ზრუნავენ ცხოველთა გაჩუქებასა და მოვლა-პატრონობაზე.

გვერდის ერთ-ერთი დამაარსებელი, ირმა თელია, გვიამბობს:
- მე და ჩემი მეუღლე 2013 წლიდან მიუსაფარ ცხოველებს ვაპურებთ. ბუკიას ბაღის ბინადარი პირველი ძაღლები, რომლებზე ზრუნვაც დავიწყეთ, რექსიკო, ტურიკა და რიჯიკა იყვნენ. სამწუხაროდ, მათგან ცოცხალი დღეს მხოლოდ რექსიკოა, რომელიც ნინო ადეიშვილმა აიყვანა. რიჯიკას სტერილიზაცია გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ, გაურთულდა და დაიღუპა. ტურიკას ეპილეფსია ჰქონდა და სახლში წავიყვანეთ, მაგრამ აივნის მოაჯირიდან გადავარდა. დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ძალიან ძნელად გადავიტანეთ. 2014 წლის გაზაფხულზე, ნინო ადეიშვილი გავიცანი, რომელთანაც სწორედ რექსიკომ დამაკავშირა და ამ დღის მერე მე, ნინო და ჩემი მეუღლე ვზრუნავთ ბუკიას ბაღის ბინადარ ძაღლებზე. ყველას გავუკეთეთ სტერილიზაცია. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენი სახსრებით ვერ შევძლებდით ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას. კეთილი ხალხი დაგვეხმარა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული აუცილებელი ოპერაციაა, - აცხადებს ირმა თელია.
მისი თქმით, ყველა ძაღლს აქვს გაკეთებული კომპლექსური და ცოფის საწინააღმდეგო აცრა.
- ყველა აცრილი გვყავს... გარდა ამისა, რაიმე პრობლემა თუ აქვთ, მაშინვე ვეტერინართან მიგვყავს. ახლა ბენჯი გვყავდა ვეტ ჰაუსში, სადაც კუნთის ნევრალგიის დიაგნოზი დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხარჯებით ხდება. ვნატრობთ, გვქონდეს იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად ბევრ ცხოველს დავეხმაროთ, -ამბობს ირმა.
- ჩვენ პატრონიან ცხოველებსაც ვეხმარებით, რადგანაც თვითონ არ აქვთ იმის საშუალება, რომ გამოკვებონ და სამედიცინო დახმარება გაუწიონ თავიანთ ბინადრებს. არიან ისეთებიც, ვისაც არც კი ადარდებს, რომ ძაღლი ავად ჰყავს. მათაც ვეხმარებით, - აცხადებს ირმა თელია.
- ფეისბუქ გვერდი იმიტომ შევქმენით, რომ გვინდა, მეტი ხალხი დაინტერესდეს მიუსაფართა და არა მარტო მიუსაფარი ცხოველთა ბედით, - დასძენს ირმა თელია.


ნინო ადეიშვილი:
- ეს ამბავი დაიწყო ორი წლის წინ და რექსს უკავშირდება. რექსმა გამაცნო ირმა თელია და პაატა კორძაძე. ისინიც ჩემსავით დარდობდნენ და ეძებდნენ დაკარგულ რექსს და როცა პოვნის შემდეგ სახლში წავიყვანე, მისი ნახვის სურვილი გამოთქვეს. ასე გავიცანით ერთმანეთი. აღმოჩნდა, რომ მათაც ჰყავდათ ლაბრადორი დორა... ცოტა ხანში ირმამ და პაატამ მუნიციპალური სამსახურის თავშესაფრიდან პატარა მაილო წამოიყვანეს, - ამბობს ბუკიას ბაღის ძაღლებზე კიდევ ერთი მზრუნველი ადამიანი, ნინო ადეიშვილი.
- აღმოჩნდა, რომ ყველას გვიყვარდა ცხოველეები და გული შეგვტკიოდა მიუსაფარ ძაღლებზე. პირველი ერთობლივი ,,ოპერაცია’’ მაშინ ჩავატარეთ, როდესაც ერთ ძალიან ლამაზ ცუგას მანქანამ დაარტყა ზუსტად ბუკიას პარკის წინ.
მას ჩვენი ხარჯებით გავუკეთეთ ურთულესი ოპერაცია, ამოვბეჭდეთ სურათები და გავაკარით ბუკიას ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რისი წყალობითაც ზუსტად მესამე დღეს გამოუჩნდა პატრონი. აღმოჩნდა, რომ ამ ძაღლს ერქვა ჯესი. შემდეგ ბუკიას ბაღში მაქსიმუსა, ჩვენი სიამაყე, გამოჩნდა, რომელიც თავშესაფრიდან ნანუკა ძირტკბილაშვილმა იხსნა, - გვიამბობს ნინო ადეიშვილი.

მისი თქმით, ამჟამად პარკში ბინადრობენ მაქსიმუსა, მიშულიკა, კუსა, ჩორნა, ბენჯი და კუპატა. ხანდახან ლისიც სტუმრობთ.

როგორც ნინო ადეიშვილი აცხადებს, ამ პერიოდში 5 ძაღლის გაჩუქება მოხერხდა. ერთი სიამის კნუტიც გადაარჩინეს, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს. - გამოვაჯანმრთელეთ შავი ბელგიური ნაგაზი, დიკი, რომელიც უპატრონო გვეგონა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პატრონს დემოდეკოზის გამო, გაუგდია, - ამბობს ნინო.

როგორც უკვე იქნა აღნიშნული, ბუკიას ბაღის ყველა ბინადარი სტერილური და აცრილია. ფეისბუქის გვერდს სამი ადმინისტრატორი ჰყავს, თუმცა, მეგობრები და გულშემატკივრებიც ეხმარებიან, როგორც ფინანსურად, ასევე - საკვებით.
- ეს გვერდი იმიტომ გაკეთდა, რომ საზოგადოება დაინტერესდეს მიუსაფარი ძაღლებისა და კატების ბედით... თითქმის მივაღწიეთ ამას, თბილისის ცენტრში არის ადგილი, სადაც ძაღლები ბედნიერად ცხოვრობენ, - აცხადებს ნინო ადეიშვილი.

- ცხოველების დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თითქმის ყველა მათგანი ჩუქდება და მოსიყვარულე პატრონს ელის. კეთილმა ადამიანებმა მათ რამდენიმე სახლიც დაუდგეს.
,,ერთი სახლი, რომელიც ქალბატონმა ია ამაშუკელმა გვაჩუქა, გამრეკელის ქუჩაზე დგას, ბაღში. მანდ მიშო და ლუსიკო ცხოვრობენ. ბუკიას ბაღში მდგარი მეორე სახლი TBC ბანკის საახალწლო საჩუქარი იყო. მესამე კი ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან გვინდა მომავალ წელს, რომ ოფიციალური ნებართვა მოგვცეს მერიამ და კიდევ ერთი-ორი სახლი დავუდგათ ჩვენი ხარჯებით,’ - ამბობს ირმა თელია.
ვაკეთოთ სიკეთე! ცხოვრებაში ხომ სხვა ბედნიერება არ არსებობს!

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის


იხილეთ ფოტოგალერეა
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
ბეჭდვაელფოსტა
leila xaxviashvili
არ არსებობს დზაგლმა დაანაგვიანოს ბაგი,ან ხელი სჰეუსჰალოს დასვენებასა და ცჰადრაკის ტამასჰსჰი,ისევ ადამიანები ტუ დაასჰავებენ რამეს,ასე რომ,ტკვენი კომპლეკსების მსხვერპლი არ უნდა გახდნენ საცოდავი ცხოველები,იკნებ გაიტბოტ გულები და ტკვენც ერტი პატარა ლუკმა გაიმეტოტ უსახლკაროტატვის,ამ ადამიანებს კი ვინც უვლიან,ხვავი და ბარაკა არ მოაკლოტ უპალმა
???????????-ს
ბუკიას ბაღს ცხოველების მოყვარულებს რაც ევალებათ მიხედული აქვთ. ბაღს ადამიანები თუ ანაგვიანებენ. ამიტომ არავის სჭირდება თქვენი შეხსენება და თითის ქნევა. ვინც სახლები ჩადგა - თავისი საქმე და მოვალეობა კარგად იციან!
??????????????????????????
ეს სახლები რომ გაუკეთეთ, ვინ უნდა დაასუფთაოს? მიბრძანდით და დაალაგეთ.
PENSİONERİ
ბუკიას ბაღი ყელასათის საყარელი დასასენებელი ადგილია. ბუკიას ბაღი ქია და . სულ ბუკიას ბაღი უნდა ეწოდოს.
lali
სტატიის წსაკითხვამ ძალიან გამახარა. ნეტა ისე ამაღლდეს ჩვენი საზოგადოების ცნობიერება, რომ ბუკიას ბაღის ამბავი ჩვეულებრივ ამბად გადაიქცეს და ასეთი რამ ყველა ქალაქსა და კუთხეში ხდებოდეს.ძალიან მოხარული ვარ, გაიხარეთ კეთილო ადამიანებო
გალერეა
მსგავსი სიახლეები
ჯესიკა ტრინის ბედნიერი ძაღლები
ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ყველაზე ძნელია ახალშობილებისა და ცხოველების ფოტოგადაღება იმიტომ, რომ ისინი ძალიან ემოციურები და უშუალოები არიან.
03.04.2014
კბილის გახეხვა ძაღლებისთვის
ხომ ყოველდღე იხეხავთ კბილებს? კბილების მოვლა - ძალიან მნიშვნელოვანია. ძაღლის კბილები ასევე საჭიროებენ მოვლას და ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ.
20.05.2014
რა არის ზოოთერაპია და რას მკურნალობენ ძაღლები
ფლორენციაში ძაღლები სულიერ აშლილობებს უმკურნალებენ. სანტა-მარია-ანუნციატას საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ზოოთერაპიის განყოფილება გაიხსნება.
09.06.2014
ბოლო სიახლეები
ძაღლს, რომელიც წვიმაში მიატოვეს, განძრევისაც კი ეშინოდა
ძაღლს, რომელიც ცივ თავსხმა წვიმაში მინი-მარკეტის წინ იდგა, სასოწარკვეთილებისგან განძრევაც კი არ შეეძლო.
09.12.2016
ჟირაფები გადაშენების პირას აღმოჩდნენ
მეცნიერებმაბოლო 30 წლის მანძილზე ჟირაფების პოპულაციის მკვეთრი დაცემა დააფიქსირეს.
09.12.2016
ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?
"ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი
09.12.2016
საშინელი წყალდიდობის დროს, მამაკაცი მზად იყო, ვერტმფრენში ძაღლისთვის საკუთარი ადგილი დაეთმო (+ვიდეო)
ესპანეთის ქალაქ მალაგაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად არაერთი საცხოვრებელი
08.12.2016
მაჩვზე უკანონოდ ნადირობისთვის კახეთში რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს
მაჩვზე უკანონოდ ნადირობისთვის კახეთში რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით,
07.12.2016
გიგანტური ანაკონდა მკვდარი იპოვეს. ვერ წარმოიდგენთ, რა აღმოაჩინეს მის მუცელში…
მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდები შხამიანები არ არიან, ამ დიდი რეპტილიის მიმართ დიდმა შიშმა მრავალი ცხოველი შეიძლება იმსხვერპლოს,
07.12.2016
ავსტრალიაში კოალა დახრჩობას გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიელმა, მუზამილ პატელმა ცხოველი მდინარეში შეამჩნია და მაშინე მის დასახმარებლად გაეშურა.
07.12.2016
ამ ძაღლს  წარმოდგენა არ აქვს,  რა დააშავა (+ვიდეო)
ძაღლი ჰლოე მოსიყვარულე და ერთგული შინაური ცხოველია, თუმცა, როდესაც
07.12.2016
შფოთიანი ბრმა თხა, რომელიც მხოლოდ იხვის კოსტუმის ჩაცმით წყნარდება
ბრმა თხა პოლის მძიმე ცხოვრება ქონდა. ნერვიულ პრობლემებთან ერთად, საწყალ ცხოველს ძლიერი შფოთიც აწუხებდა,
05.12.2016
მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება
გაიცანით კენგურუ აბიგეილი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი
04.12.2016

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
რუსთავში დაიკარგა გერმანული ნაგაზის მეტისი ”ბინკი”!
08.09.2016
დიდი დიღმის ტერიტორიიდან დაიკარგა ხვადი კურცჰაარი.
10.09.2016
ავჭალიდან დაიკარგა 7 თვის ხვადი აზიური ნაგაზი.
01.12.2016
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
უნდა იზრდებოდეს თუ არა ბავშვი ცხოველის, ან ცხოველების გარემოცვაში?