ეს ერთგული ძაღლი ელოდება პატრონს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა
ეს ერთგული ძაღლი ელოდება პატრონს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა
ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ცხოველების ერთგულებას პატრონის მიმართ საზღვარი არ აქვს. ეს საოცარი ისტორიაც უერთგულეს ძაღლზეა, რომელიც დაღუპულ პატრონს ერთი წელია ელოდება ბერკუტის (ციმბირი) გზაზე.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, რაც გზის პირას უიმედოდ ზის ძაღლი, რომლის პატრონიც იმავე ადგილზე, ავტოავარიაში დაიღუპა. ის სუსხიან ზამთარშიც კი არ ტოვებს ტერიტორიას.

ცხოველთა მოყვარულებმა არაერთხელ სცადეს მისი წაყვანა, თუმცა, ძაღლი სიახლოვეს არავის უშვებს. მათ ყოველ დღე მიაქვთ ცხოველისთვის საკვები და გზის პირას კარავიც მოუწყვეს.

Zooclub

"მას არავინ სჭირდება საკუთარი პატრონის გარდა. სიცივესა და ყინვაში
ერთი და იმავე ადგილზე დარაჯად დგას იმ იმედით, რომ მისი ერთგული მეგობარი კვლავ დაბრუნდება. ჩვენ
ვთხოვთ ადამიანებს, რომ არ შეაწუხონ ის, არ სცადონ მისი წაყვანა, რადგან ყოველ ჯერზე სტრესულ მდგომარეობაში ვარდება."- წერს ცხოველთა მოყვარული და Daily Mail-ის ჟურნალისტი ანასტასია სელინა.

Zooclub

ძაღლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას "ციმბირელი ჰაჩიკო" შეარქვეს.

ასევე იხილეთ:

დაღესტანში ძაღლი წელიწადნახევარია რაც ავარიის დროს დაღუპულ პატრონს ელოდება

ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს