6 განსხვავება ძაღლების მოყვარულსა და ძაღლის "მშობელს" შორის
6 განსხვავება ძაღლების მოყვარულსა და ძაღლის "მშობელს" შორის
შესაძლოა ძაღლების მოყვარულსა და ძაღლის მშობელს შორის სხვაობას ვერ პოულობთ, თუმცა,  არც თუ ისე ცოტა განსხვავებაა მათ შორის:


ძაღლების მოყვარული - ხშირად უყურებს სახალისო ვიდეო რგოლებს ცხოველების მონაწილეობით, ეცნობა სხვადასხვა სტატიებს, ცდილობს ქუჩაში ყველა შემხვედრ ცხოველს
მოეფეროს და საკვები უწილადოს.

ძაღლის მშობელი - მას გონია, რომ ინფორმაციის გარეშეც კარგად აღზრდის ოთხფეხა ბინადარს, არ აქვს დრო, რომ იჯდეს კოპიუტერთან ან წიგნებთან და სხვადასხვა მასალას გაეცნოს, რადგან ყოველთვის უკან დაყვება შინაურ ცხოველს - რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა და ა.შ. ძაღლის მშობლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს დისკომფორტი, თუ ძაღლს მის გვერდით ძილი ან
მისი თეფშიდან საკვების დაგემოვნება სურს.

ქელი ენჯელმა შექმნა სახალისო ილუსტრაციები, სადაც ნახატებით გადმოსცა ორი განსხვავებული
ადამიანის ცხოვრება - ძაღლის მშობელი და უბრალოდ ძაღლების მოყვარული.

ძაღლების მოყვარული - მშვიდად ძინავს საკუთარ საწოლში.

ძაღლის მშობელი - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა საწოლი, ის ყველა შემთხვევაში იძინებს თავის ბინადართან ერთად.

Zooclub

ძაღლების მოყვარული - მას თანასწორად უყვარს ყველა ძაღლი და ეფერება მათ.

ძაღლის მშობელი - მას უყვარს ყველა ძაღლი, მაგრამ გადარეულია საკუთარ შინაურ ბინადარზე და მასზე კარგი არავინ ჰგონია.

Zooclub

ძაღლების მოყვარული - იძინებს მშვიდად და ხედავს ლამაზ სიზმრებს.

ძაღლის მშობელი - არ დაეზარება ძილი დაიფრთხოს, თუ ძაღლმა გაიღვიძა. მისი მაღვიძარა სწორედაც, რომ ოთხფეხა ბინადარია.

Zooclub

ძაღლების მოყვარული - ყოველთვის განიცდის ნებისმიერი ძაღლის დაღუპვას.

ძაღლის მშობელი - ისტერიკულად განიცდის/ტირის, როცა საკუთარი ოთხფეხა ბინადარი ტკივილს გრძნობს, თითქოს ბოლო დღეებს ითვლიდეს.

Zooclub

ძაღლების მოყვარული - სოციალურ ქსელებში ათავსებს სელფებსა და ფოტოებს მხოლოდ საკუთარი გამოსახულებით.

ძაღლის მშობელი - სოციალურ ქსელებში ათავსებს უამრავ ფოტოს ძაღლთან ერთად ან მხოლოდ ძაღლის ფოტოებს.

Zooclub

ძაღლების მოყვარული - ყოველთვის ჩერდება, ეფერება ქუჩაში შემხვედრ ძაღლს და გზას აგრძელებს.

ძაღლის მშობელი - ქუჩაში შემხვედრ ძაღლს გახარებული უახლოვდება, აღფრთოვანებული ეფერება, კითხულობს ცხოველის ასაკს, სახელს... სურვილი აქვს მის შესახებ ყველაფერი გაიგოს.

Zooclub

თქვენ რომელი ხართ - მშობელი, თუ მოყვარული?

ასევე იხილეთ:

ილუსტრაციებით წარმოდგენილი ძაღლისა და კატის 5 მთავარი განსხვავება

განსხვავება - ცხოვრება ძაღლთან და მის გარეშე

სინამდვილეში რას ფიქრობს ძაღლი პატრონზე?

ლამარა ბებო
მე მშობელი ვყოფილვარ.
TuTa
რაც წავიკითხე მოყვარულებზე-ყველაფერი მახასიათებს, მაგრამ ამავე დროს მყავს ხოსე-ჩი ხუა ხუა და მშობლის ყველა თვისება ჩემია... მაშ არსებობს კიდევ ერთი კატეგორია-მოყვარული მშობელი, მე ასეთი ვარ და მგონია ასეთები ბევრი ვიქნებით.
ana
მოყვარული :)
ყველაზე კარგი ცუგას დედა
მშობელი
maro maro
მე მშობელი :))))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?