156 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას პოლიციელისა, რომელმაც უდანაშაულო პიტბული მოკლა
156 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს  სამსახურიდან განთავისუფლებას პოლიციელისა, რომელმაც უდანაშაულო პიტბული მოკლა
156 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, მოთხოვნით - სამსახურდან გაათავისუფლონ პოლიციელი, რომელმაც თავის არეში ესროლა პიტბულს და სიცოცხლეს გამოასალმა. 

ბრონქსისში (აშშ) პოლიციის ოფიცერმა რუბენ ქუესთამ ესროლა ძაღლს, სახელად სპაიკს, როცა ცხოველი სახლიდან გამოიქცა - პოლიციელი და მისი მეწყვილე, სწორედ ამ დროს მივიდნენ გამოძახებაზე მეზობელ ბინაში.

ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვიდეოზე აღბეჭდილია, თუ როგორ უმიზნებს სპაიკს პოლიციელი იარაღს და ესვრის თავის არეში, თუმცა, ძაღლი ნელა უახლოვდება სამართალდამცველებს და კუდსაც აქიცინებს. ცხოველის პატრონმა ივონა როსადომ რუბენ ქუესთას წინააღმდეგ
საჩივარი შეიტანა და ონლაინ პეტიციაც შეადგინა.

"ერთი წუთით ადრე ჩვენ ერთად ვცეკვავდით, ხოლო შემდეგ ის მოკლეს. სპაიკი კუდს ისევ 
აქიცინებდა, როცა კვდებოდა."- ამბობს ძაღლის მფლობელი.

Zooclub

პეტიციას ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი სხვადასხვა
ქვეყნიდან. მათ შორის არიან ლონდონის, პოლინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მცხოვრებლებიც.

სამართალდამცველები დანაშაულის დეტალებს იკვლევენ, სწორედ გამოძიების შემდეგ გადაწყდება რუბენ ქუსთას ბედიც.

ასევე იხილეთ:

მამაკაცს, რომელიც ძაღლებს თავებს კვეთდა, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მონადირეების კიდევ ერთი მსხვერპლი-აფრიკაში 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სპილო მოკლეს

რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა

მარი
ძაღლია რაა ბოლო-ბოლო რა შეაწუხეთ გული.რომ დაეგლიჯა მერე იტყოდით რატომ არ ესროლაო?ხოლო დამნაშავეე ადამიანებთან საბრძოლველად ყველანაირი ხერხი გამართლებულია.დამნაშავეებთან-მეთქი...არ ამოხტეთ ეხლა წინდებიდან...
gerchi
მაგ დედამოკითხულები ძაღლის მკვლელობაზე ცოცხლად ჭამენ პოლიციელს და ჩვენ მერაბიშვილის და ახალაიას გამოშვებას გვთხოვენ , რომლებიც ხალხს ხოცავდნენ ქუჩაში და გვამებს თვლით ითხოვდნენ .
archil
პოლიციელს არ უნდა ქონდეს იარაღის ტარების უფლება.(ნუ დამიწყებთ ზოგ ზოგები ბლატავს.)
უცნობი
ისევე ვესროდი და ჩავაძაღლებდი მაგ არაკაცსს თავისივე იარაღით...
მარინე მელაძე
მარტო სამსახურიდან განთავისუფლება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?