პატრონმა 10 წლის წინ დაკარგული ძაღლი იპოვა
პატრონმა 10 წლის წინ დაკარგული ძაღლი იპოვა
ტრეისი დავს დაუკავშირდნენ ვეტერინარული კლინიკიდან და აცნობეს, რომ მისი ძაღლი, რომელიც 10 წლის წინ დაიკარგა, ნაპოვნია. ამ ხნის განმავლობაში ქალი დარწმუნებული იყო, რომ საყვარელი შინაური ბინადარი ჩარლი დაიღუპული იყო.

ვეტკლინიკის თანამშრომლებმა ძაღლის პატრონს ცხოველის კანქვეშ არსებული ჩიპის საშუალებით მიაგნეს. არავინ იცის, სად იყო ჩარლი ამ ხნის განმავლობაში. იგი სახლიდან 400 კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთი ეკლესიის კიბესთან ცხოველთა მოყვარულმა ადამიანებმა შეამჩნიეს და მაშინვე წაიყვანეს კლინიკაში. ის 2006 წელს, 10 წლის წინ დაიკარგა, იმ დროს 1 წლის
იყო.

პატრონის შეხვედრა ოთხფეხა მეგობართან საოცარი იყო. გამოკვლევისას, ძაღლს მკერდის არეში აღმოაჩნდა დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი. ვეტერინარები მას ჩაუტარებენ ოპერაციას, რის
შემდეგაც ცხოველი დაბრუნდება სახლში.

ასევე იხილეთ:

დაკარგულმა ძაღლმა ტელევიზორიდან თავისი პატრონის ხმა ამოიცნო

დაიკარგა ძაღლი! - რა უნდა გავაკეთოთ?

7 წლის წინ დაკარგული კატა შობის დღესასწაულზე იპოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?