თბილისში ჩიხუახუამ პატრონი სიკვდილს გადაარჩინა
თბილისში ჩიხუახუამ პატრონი სიკვდილს გადაარჩინა
ბუსა ჭკვიანი ჩიხუახუაა, რომელიც პატრონს ქეთი სართანიას ხუთი წლის წინ აჩუქეს. მას ახლახანს მომხდარი უცნაური ამბავი უკავშირდება: ბუსამ ოჯახის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იგრძნო და ქეთის დედა ყეფით გააღვიძა.

"მამაჩემს ხუთჯერ აქვს ინფარქტი გადატანილი. როცა ცუდად არის, ჩემი ბუსა ყოველთვის თავს დასტრიალებს და ლოკავს, სანამ არ გამოაფხიზლებს. გუშინ, ღამით, მამა ძალიან ცუდად იყო, ვერ სუნთქავდა. ის ადგა და სააბაზანოში გავიდა. ბუსა მანამდე არ გაჩერდა, სანამ დედა არ გააღვიძა," - გვიამბობს ქეთი.

Zooclub

"ადრე სულ ჩემთან ეძინა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, მამასთან სძინავს.
სასწრაფო
დახმარება რომ მოვიდა, ბუსა მამას ფეხებზე იჯდა. ვიფიქრე, გავიყვან-მეთქი, მაგრამ მეც კი არ დამემორჩილა და მიკბინა," - ამბობს ქეთი.

Zooclub

მისი თქმით, 5 წლის ბუსა ოჯახის წევრებთან ძალიან თბილი და ალერსიანია, უცხოებთან კი - ავი.

"სახლში არაფერს აფუჭებს. ის ყოველთვის გრძნობს, როცა ცუდად არის ოჯახის რომელიმე წევრი. გუშინ მამა რომ წაიყვანეს სასწრაფოთი, ცოტა ხანში სახლში მოვბრუნდით და ტიროდა. მთელი ღამე მამას ადგილზე იწვა,’’ - მოგვითხრობს ქეთი საოცარი ცუგას უცნაური საქციელის ამბავს.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის



mariami
ძაღლები, ასეთი ერთგულები და მგრძნობიარეები არიან, ბევრ ადამიანს კარგ საქციელში ჯობნიან. ერთი, ეზოს მოჩვეული ძაღლი გვყავს, თუ ვინმეს რამე უჭირს- ყველას დამხმარე და ჭირისუფალია, მაგრამ ბოროტებს მაინც არ უყვართ! ნეტავ იცოდეთ როგორი "ღამის დარაჯია"???
ანა-მარია
წაიყვანეთ მამასთან თორემ დეპრესიაში ჩავარდება და შეიძლება თავად გახდეს ავად.
fiso-gori
გენაცვალე ბუსა, ბევრ ვითომ ადამიანს ჯობიხარ!
მარი
ერთგული და ჭკვიანი ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?