უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა
უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა
სამყაროში ნამდვილად არსებობენ საოცარი ადამიანები. მოხალისეები, რომლებიც ორგანიზაცია “Forgotten Dogs of the 5th Ward Project”-ში მუშაობენ ყოველდღიურად დიდ დროს, ძალასა და პირად ფინანსებს ხარჯავენ, რომ რაც შეიძლება ბევრ უსახლკარო ძაღლს დაეხმარონ.

ჰიუსტონში, ტეხასის უდიდეს ქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ისინი ეხმარებიან ბინადრებს, რომლებზეც პატრონებმა უარი თქვეს, ასევე ძაღლებს, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში დაიბადნენ. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ორგანიზაცია “Forgotten Dogs of the 5th Ward Project”-მა უამრავი ძაღლი დააპურა და მხოლოდ ერთ რაიონში 864 ძაღლი გადაარჩინა.

ამ ა
დამიანებმა დიდი გულით
შეძლეს ასობით ძაღლისთვის ეპოვათ სახლი. ისინი ყველანაირად ეხმარებიან საწყალ არსებებს, მათ შორის უწევენ ვეტერინარულ დახმარებას და კვებავენ მათ.

როდესაც ერთ-ერთმა მოხალისემ დაინახა სევდიანი ძაღლი, რომელიც სათამაშოსთან ჩახუტებული იწვა და არავის სჭირდებოდა, იგი მიხვდა, რომ ეს ძაღლი ყველაზე მეტად გამოხატავდა უსახლკარო ცხოველების პრობლემებს. ამ ფოტომ ინტერნეტი მოიარა.

Zooclub

ძაღლის ნახვისთანავე მოხალისეებმა გადაწყვიტეს ფურგუნში ადგილი გაეთავისუფლებინათ ამ ძაღლისთვის და თან წაეყვანათ, მაგრამ უკან დაბრუნებულებს ძაღლი ადგილზე აღარ დახვდათ.

Zooclub

აქ ისინი 89 წლის კელვინს შეხვდნენ. აღმოჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა ეს ძაღლი, რომელიც ხშირად გაურბოდა და გარეთ ამჯობინებდა ცხოვრებას.

Zooclub

ასევე აღმოჩნდა, რომ კელვინიც ასევე ეხმარება თავის რაიონში მცხოვრებ უსახლკარო ძაღლებს და ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, აჭმევს და მკურნალობს.

მოხალისეებმა კელვინს რიგი დავალიანება გაუსტუმრეს, ასევე დაეხმარნენ ძაღლის საკვებით და მისი ცხოველების ნაწილზე მეურვეობა აიღეს. მოხუცი ამ დახმარებამ ძალიან გაახარა.

Zooclub

იმედი გვაქვს, რომ ეს ძაღლი სულ მალე იპოვის ან უკვე იპოვა ახალი სახლი. დაე, დედამიწაზე ყველა უსახლკარო ძაღლმა იპოვოს თბილი სახლი და ტკბილი პატრონი! ყველა მოხალისეს კი გვინდა ვუთხრათ დიდი მადლობა მათი უანგარო შრომისა და უზომოდ კეთილი გულის გამო!
emigrantimanana
მერამდენედ ვამბობ,ცხოველს უფრო ვენდობი,ვიდრე ადამიანს.
gogishvili tamriko
ნეტავ აქაც იკოს ასე...გმერტმა ქნას
manana-sh
ნეტავ იმ დღეს მომასწროს, საქართველოშიც ასე ზრუნავდნენ ადამიანებზე და ცხოველებზე!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?