წყალდიდობის დროს ეს ძაღლი პატრონებმა ბოძზე მიბმული მიატოვეს
წყალდიდობის დროს ეს ძაღლი პატრონებმა ბოძზე მიბმული მიატოვეს
ტეხასის შტატში (აშშ) წყალდიდობა მოხდა. სამწუხაროდ, როდესაც ადამიანები თავს აღწევენ სტიქიურ უბედურებას, ავიწყდებათ ან შემთხვევის ადგილზე ტოვებენ საკუთარ შინაურ ბინადრებს.

Zooclub


როდესაც მაშველები წყალდიდობის დროს ეძებდნენ გადარჩენილ ადამიანებს, შემთხვევით შეამჩნიეს ბოძზე თოკით მიბმული ძაღლი. წყლიდან მხოლოდ მისი თავი ჩანდა, თუმცა, საბედნიეროდ, დამხმარე ჯგუფი დროულად მიუახლოვდა. ნავში გადაყვანილი ძაღლი მიხვდა, რომ გადარჩა და მალევე დამშვიდდა.

Zooclub


"ეს ყველანაირ ზღვარს სცდება. აუცილებლად მოვინახულებ მათ პატრონებს, როდესაც სახლში დაბრუნდებიან."- წერს Facebook -ის გვერდზე პოლიციის უფროსი.

ეს კი მეორე გადარჩენილი ძაღლია, როგორც ჩანს, ისიც დაივიწყეს პატრონებმა. საბედნიეროდ, მაშველებმა
მასაც აღმოუჩინეს დახმარება.
კეთილი ადამიანების დახმარებით.
ყველა გადარჩენილი ცხოველი ჰიუსტონის "ჰუმანური საზოგადოების" ორგანიზაციაში გადაიყვანეს.

Zooclub


ძაღლს,
რომელიც თოკით მიბმული იპოვეს, გადამრჩენელის საპატივცემულოდ, არჩი დაარქვეს. მან მიიღო ყველა საჭირო ვეტერინარული მომსახურება და თავს კარგად გრძნობს.

Zooclub



არაერთმა ოჯახმა გამოთქვა არჩის აყვანის სურვილი. ახალ ოჯახს ეძებს კიდევ ბევრი ძაღლი, რომლებიც წყალდიდობის დროს მაშველებმა გადაარჩინეს, რადგან მათ ძველ პატრონებს ოფიციალურად ჩამოერთმევათ ცხოველის ყოლის უფლება.

ასევე იხილეთ:

ნუკრი წყალდიდობის დროს იხრჩობოდა.. ამ ბიჭმა მის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო...

ვირი, რომელიც იღიმის, წყალში დახრჩობას გადაურჩა

მამა-შვილმა წყალდიდობის დროს დატოვებული 40 ძაღლი გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?