“თუ ძაღლები არ მიდიან სამოთხეში, სიკვდილის მერე იქ მინდა მოვხვდე, სადაც ისინი ხვდებიან” (+ვიდეო)
დარდი, რომელიც გარდაუვალია და უსაზღვრო - ამას ისინი გაიგებენ, ვისაც უსაყვარლეს ოთხფეხა მეგობართან დამშვიდობება მოუწია. მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მე რომ ლაპარაკი შემეძლოს” ლაბრადორის პატრონისადმი დანაბარების ფორმით არის გადაღებული.

დილის სირბილის დროს მამაკაცმა მდინარის ნაპირზე საეჭვო ნაგვის პარკი შეამჩნია, სადაც ლაბრადორის ლეკვი აღმოაჩინა და სახლში წაიყვანა. ამან სამუდამოდ შეცვალა ორივეს ცხოვრება.

Zooclub

“თუ ძაღლები არ ხვდებიან სამოთხეში, სიკვდილის მერე იქ მინდა მოვხვდე, სადაც ისინი ხვდებიან”, - უილ როჯერსის ეს გამონათქვამი ყველაზე უკეთ ახასიათებს ამ მგრძნობიარე 7 წუთიან რგოლს.

Zooclub

“ვოცნებობ შენთან საუბარზე. მინდა, რომ იცოდე.
მადლობა იმისთვის, რომ გადამარჩინე. მადლობა იმისთვის, რომ გიყვარვარ. ყველაფერი მახსოვს, რას ვაკეთებდით ერთად წლობით. ვაფასებ
ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებდი. ჩვენ ბევრს ვმხიარულობდით. ვუყურებდი, როგორ შეგიყვარდა და როგორ გაჩნდა ჩვენი ოჯახი. ბევრი საოცარი თავგადასავალი გადაგვხდომია. ამ დრომდე მახსოვს მზიანი დღეები, როდესაც ვგრნობდი, თითქოს ყოველთვის ვირბენდი ასე და როგორ ვიწექით ერთად და ცას შევყურებდით. ვუყურებდით, თუ როგორ საუბრობდა ჩვენთან უთვალავი ვარსკვლავი. ახლა მოხუცებული ვარ. დავიღალე. მტკივა.

Zooclub

ჩემი დრო გავიდა. ისე მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ, ამიტომ არ მეშინია. მომეფერე ყურებთან ისე, როგორც მიყვარს… ყველაფერი კარგად იქნება. როგორ მინდა, გელაპარაკო, რადგან ვიცი, ძალიან დარდობ. მე გულწრფელად გეტყოდი მადლობას ყველაფრისთვის. მშვენიერი სიცოცხლე გავატარე”.

იხილეთ ვიდეო
fiso-gori
სამოთხე ჩემთვის ის იქნება სადაც ცოველები და ფრინველები იქნებიან, მეც ჩემს ყურშასთან, კუჭნოსთან, დაიასთან და ჩემს მწვანეთვალება ლამაზ გოგოსთან მინდა....
maka maisuradze
მეც იქ მინდა, სადაც დედაჩემი და ჩემი ძაღლები არიან. ერთი სული მაქვს.
tamriko
მე მინდა იქ,სადაც ბაგირაა,უსაკვარლესი ფისო
mec
მეც იქ მინდა მოვხვდე, სადაც ჩემი ძაღლია, არ მინდა ისეთი სამოთხე, სადაც ცხოველები არ იქნებიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?