ფოტოებმა ცხოველთა მოყვარულები ააღელვა. მათ გადაწყვიტეს, გაერკვიათ ძაღლისა და მისი პატრონის ვინაობა. სიმართლე საოცარი აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, გარდაცვლილს შინაური ბინადარი არასოდეს ჰყოლია.
როდესაც ეს ამბავი სასაფლაოს თანამშრომლებმა შეიტყვეს, მიზეზის გასარკვევად ცხოველის ადგილსამყოფელს მიუახლოვდნენ და საფლავის ორმოში ახალშობილი ლეკვები აღმოაჩინეს.
მათ ცხოველთა თავშესაფარს მიმართეს. მოხალისეები რამდენიმე წუთში მივიდნენ ძაღლის დასახმარებლად.
ძაღლი უნდობლად აკვირდებოდა თავშესაფრის თანამშრომლებს, თუმცა, გემრიელი სასუსნავისა და მოფერების შემდეგ, ლეკვებთან მიახლოების ნება მისცა.
მოხალისეებმა დედა ძაღლი და ლეკვები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ ვეტერინარული მომსახურება და გაჩუქდებიან ცხოველთა მოყვარულ ადამიანებზე.
დააკვირდით დედა ძაღლის კმაყოფილ გამომეტყველებას - ის ბედნიერია, რომ თავის ლეკვებთან ერთად მშიერი, ღია ცის ქვეშ აღარ ცხოვრობს.
ასევე იხილეთ:
მეგობრებმა მიტოვებული ნავი იპოვეს, მის ქვეშ კი უცნაური რამ აღმოაჩინეს...
ვერ წარმოიდგენთ, ვის ლეკვებს კვებავს დედა კატა
ძაღლმა დედა კატა და 4 კნუტი გადაარჩინა