2 წლის გოგონა დობერმანთან ერთად თამაშობდა.. უეცრად ძაღლმა პატარას ავისმომასწავებლად დაუღრინა...
2 წლის გოგონა დობერმანთან ერთად თამაშობდა.. უეცრად ძაღლმა პატარას ავისმომასწავებლად დაუღრინა...
ავსტრალიელი კეტრინ სვილიჩიჩი ქმარსა და 2 წლის შარლოტასთან ერთად ავსტრალიის ქალაქ კერნსში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მათი ოჯახი კიდევ ერთი წევრით შეივსო. ეს არის დობერმანი, სახელად ჰანი. ძაღლი პატრონმა მიატოვა, მაგრამ კეტრინმა და მისმა მეუღლემ თავშესაფრიდან აიყვანეს.

სულ 4 დღე იყო გასული, რაც დობერმანი ახალ სახლში ცხოვრობდა. ის პატარა შარლოტასთან ერთად ეზოში თამაშობდა. ისე ჩანდა, თითქოს ბავშვი შესანიშნავად ეწყობოდა ცხოველს, მაგრამ უეცრად დობერმანმა ღრენა დაიწყო. წამის მერე მან გოგონას პამპერსში ჩაავლო პირი და მასთან ერთად გვერდით გახტა!

ძალიან შეშინებული დედა მაშინვე
ბავშვის საშველად გაიქცა, მაგრამ გაირკვა, რომ საშიშროებას უკვე ჩაევლო. სინამდვილეში ხანი ბავშვს სულაც არ დასხმია
თავს, როგორც ეს შორიდან ჩანდა! მან გოგონა გადაარჩინა!

Zooclub

იმ ადგილას, სადაც წამის წინ გოგონა თამაშობდა, შხამიანი გველი მიიკლაკნებოდა... უკანასკნელ მომენტში გულადმა ჰანმა მოასწრო პატარა პატრონის გადარჩენა, მაგრამ გველმა ძაღლი დაგესლა!

საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა. ვეტერინარმა ოპერატიულად გაუკეთა შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა.

ამის შემდეგ ოჯახმა უფრო მეტად შეიყვარა ახალი წევრი! გოგონა და ჰანი განუყრელი მეგობრები არიან.

Zooclub
ელვა
მერ სად არის მერიისმიერ შეპირებული 100 ტუალეტი?? უცხოელების მაინც არ გრცხვენიათ .უნდა შევკრიბო ყველა ეს უცხოელი ,მოგაყენოთ მერიისკარებტან და ყველას ერთად მოვაშარდინო. იმათ ხმას ვერ გაცემთ. აი ქართველები რომ მავაყენო იცოცხლეთ ხანჯალზე გაიკრავთ ხელს. ასე ეს :)
დათო მოსო
ძაღლი პატრონის ერთგული მეგობარია
თეკლა
ზოგი ადამიანი ცხოველზე უარესია.რადგან ცხოველი ვერ ათვითცნობიერებს სად შეიძლება ტუალეტი და სად არა. ბევრი ადამიანი კი იმდენად ბინძურია სულით რომ ათვითცნობიერებს და მაინც აბინძურებინებს ამ უწყინარ ცხოველს მარკეტის წინ ტერიტორიას. ქუჩებს, სკვერებს და სტუმრის თვალში ქვეყანას აბანძებს.
bebe
ლალი მართალია, მაგრამ მერიას გადაწყვეტილი რომ აქვს ცხოველების სასერნოდ ადგილების გამოყოფა, რატომ არ სრულდება? ეს ერთი, მეორე - სტატიაში ძაღლის ერთგულებაზეა საუბარი. პ.ს. ისე კაცი ქუჩაში რომ მოშარდავს, იმას მითითება აღარ უშველის, ჭინჭარი უნდა ერთ ადგილას))))))
ანა
მაგარია, ძალიან ერთგული ძაღლია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?