მისი დაძინება სურდათ, თუმცა, ვეტერინარმა ბოლომდე იბრძოლა ლეკვის სიცოცხლისთვის
მისი დაძინება სურდათ, თუმცა, ვეტერინარმა ბოლომდე იბრძოლა ლეკვის სიცოცხლისთვის
ბრონსონი ერთ-ერთი ლეკვია, იმ 9 ლეკვს შრის, რომელიც შოკოლადისფერმა ლაბრადორმა საკეისრო კვეთით გააჩინა. როდესაც პატრონები მიხვდნენ, რომ ახალშობილი მგლის ხახით დაიბადა, გადაწყვიტეს, ცხოველისთვის ევთანაზია გაეკეთებინათ, თუმცა, ვეტერინარის დაჟინებული თხოვნით, პატარა არსებას სიცოცხლის მეორე შანსი მისცეს.

ექიმმა პატრონებს აუხსნა, თუ რატომ ხდება ცხოველის დაძინება მსგავს შემთხვევებში: "თანდაყოლილი სასის ნაპრალის დროს, ცხოველებში ჩნდება საკვების ყლაპვის პრობლემები, რის შემდეგაც შიმშილით იხოციებიან."

Zooclub

ახალშობილ ბრონსონს ყოველ 1-2 საათში სპეციალური საყლაპავი მილის დახმარებით კვებავდნენ. ამის გამო, ცხოველს სამსახურშიც კი ატარებდნენ.

Zooclub
Zooclub

როდესაც გაირკვა, რომ ბრონსონი გადარჩებოდა, ვეტერინარმა
მასზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო.

Zooclub

Zooclub

საბოლოოდ, ლეკვს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც საყლაპავი მილის პრობლემა მოგვარდა.

Zooclub

დააკვირდით ზრდასრულ ბრონსონს. ის დღეს ულამაზესი შოკოლადისფერი ლაბრადორია. არადა სულ  რამდენიმე თვის წინ, პატრონებს მისი დაძინება სურდათ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

5 თვის წინ ეს ლეკვი განწირული იყო... შეხედეთ მას ახლა..

გაიცანით: ჩარლი - სმენის არმქონე დალმატინელი, რომლის დაძინებაც უნდოდათ

სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი ევთანაზიიდან ერთი წუთით ადრე გადაარჩინა

ABC
ეს სტატია დილით წავიკითხე რუსულ საიტზე. წყაროს რატომ არ უთითებთ ხოლმე? :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?