მამაკაცს ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლები თავშესაფრიდან სახლში მიყავს, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
მამაკაცს ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლები თავშესაფრიდან სახლში მიყავს, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
თავშესაფარში მცხოვრებ ასაკოვან ძაღლებს ისევე შეუძლიათ იცხოვრონ მოსიყვარულე პატრონთან, როგორც მათ მომავალ თაობას, რომლებსაც ასაკის გამო,  უფრო მეტი შანსი აქვთ გაჩუქების. 


მას შემდეგ, რაც დენვერში მცხოვრებ ბუღალტერს სტივ კრეიგს თავისი საყვარელი ძაღლი დაეღუპა, საშინელ მდგომარეობაში იყო. ამიტომ გადაწყვიტა, დახმარებოდა თავშესაფარში მყოფ ასაკოვან და დაავადებულ ძაღლებს, რომლებზეც  პატრონებმა უარი თქვეს.

Zooclub

"ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩემი ძაღლის დაღუპვისგან გამოწვეულ ტკივილს შემიმსუბუქებდა, უმწეო ცხოველების დახმარება იყო. ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი თავშესაფარში და ყველაზე საცოდავ ძაღლს დავხმარებოდი."-ამბობს სტივი.

Zooclub

"პირველად ავიყვანე 12 წლის ჩიხუახუა, რომელსაც გულის პრობლემები და სახსრების
საშინელი ტკივილი ჰქონდა...

Zooclub

და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო."

Zooclub

დღეს სტივი ძალიან დაკავებული ადამიანია. გარდა იმისა,
რომ მუშაობს, სახლში 10 ხნიერი ძაღლი ჰყავს.

Zooclub

"ჩემი ჩვეულებრივი დღე იწყება დილის 5 საათზე, როდესაც ვიწყებ შინაური ბინადრებისთვის საუზმის მზადებას."

Zooclub

"ეს არც ისე მარტივია. ათივე ძაღლს განსაკუთრებული კვების რეჟიმი და რაციონი დაუნიშნა ვეტირინარმა, რადგან ყოველ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს."

Zooclub

სტივი ზრუნავს ძაღლების სისუფთავეზეც. ყოველ თვე ძაღლებთან მიდის სპეციალისტი, რომელიც ბეწვს ულამაზებს და ბანს.

Zooclub

ასევე, სტივი ყიდულობს მედიკამენტებს ათივე ძაღლისთვის.

Zooclub

ბუღალტერს იმდენად უყვარს თავისი ძაღლები, რომ სამსახურიდან თავისუფალ დროს მიდის სახლში, რათა მათ საკვები დაუყაროს.

Zooclub

"ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ცხოველები, როგორც ჩანს, ეს გენეტიკურად ჩემზეც გადმოვიდა."

Zooclub

"ძაღლები ჩემთან ბედნიერად გრძნობენ თავს და მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ."-ამბობს სტივი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

თავშესაფარში მყოფი ძაღლი მიხვდა, რომ მის წასაყვანად მივიდნენ. ის უბედნიერესია

ძაღლმა, რომელმაც თვალები დაკარგა, საუკეთესო პატრონი იპოვა

თავშესაფრიდან და ქუჩიდან აყვანილი ძაღლები და მათი პირველი დღე პატრონთან

bebe
კომენტარის გარეშე...)))))))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?