რა მიაქვს ამ უსახლკარო მამაკაცს ერთი ქალაქიდან მეორეში?
რა მიაქვს ამ უსახლკარო მამაკაცს ერთი ქალაქიდან მეორეში?
ზოგჯერ ადამიანების სიყვარული თავიანთი შინაური ცხოველების მიმართ უსაზღვროა. სწორედ იგივე შეიძლება ითქვას  სტივზე, რომელიც ყველანაირად  შრომობს საკუთარი 11 ძაღლის კეთილდღეობისთვის. მამაკაცმა ყოველი მათგანი ქუჩაში გასაცოდავებული იპოვა. 

რამდენიმე ხნის წინ, სტივი ძაღლებთან ერთად  კალიფორნიიდან ინდიანას შტატში სამოგზაუროდ წავიდა. ის მგზავრობს ველოსიპედით და მასზე ჩაბმული ურიკით გადაჰყავს ცხოველებიც.

Zooclub

არკანზასში ქალმა შეამჩნია თვითნაკეთი ტრანსპორტი და დაინტერესდა, სად მიემგზავრებოდა უსახლკარო მამაკაცი.

მან სტივის ისტორია მოისმინა და ნებართვა ითხოვა ინტერნეტში გაევრცელებინა მამაკაცისა და მისი ძაღლების ამბავი. სწორედ მას შემდეგ მოგზაურებს წარმატება თან სდევთ:

Zooclub

არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზრუნველყო
სტივისა და მისი ცხოველების სასტუმროებში დაბინავება და მათი ტრანსპორტირება.

Zooclub

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რისთვის მიდის მამაკაცი
11 ძაღლთან ერთად ინდიანას შტატში?

Zooclub

საქმე ის არის, რომ სტივს ჰყავს მეგობარი, რომელიც დახმარებას შეპირდა, თუ მასთან ინდიანაში ჩავიდოდა.

Zooclub

კერძოდ, მის ძაღლებს გაუკეთებენ სტერილიზაციას და აღმოუჩენენ ყველანაირ სამედიცინო დახმარებას.

Zooclub
Zooclub

უდავოა, არაერთი ადამიანი იფიქრებს, რომ უმჯობესია, უსახლკარო ადამიანმა ძაღლები თავშესაფარში ჩააბაროს...

Zooclub

მაგრამ სტივის თქმით, მსგავს უგულობას არ ჩაიდენს და ერთგულ მეგობრებს არ დაშორდება. თავშესაფარი და ვეტერინარული კლინიკა მათ დროებით აღმოუჩენს დახმარებას, ხოლო შემდეგ პატრონთან ერთად ბედნიერად გააგძელებენ ცხოვრებას ინდიანას შტატში.

ასევე იხილეთ:

ფოტო გადავუღე 200-ზე მეტ ოჯახს, რომლებმაც ძაღლები გადაარჩინეს იმიტომ, რომ მათი საქციელი სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულიყო

ობოლი ბავშვები, რომლებსაც არავინ ჰყავთ ოთხფეხა მეგობრის გარდა

უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?