ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება
ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება
ოქროსფერ რეტრივერს,  სახელად რიკის, პატრონი დაბადებიდან ასწავლიდა ადამიანების დახმარებას. ერთ დღეს კი სანაპიროზე მოხდა ის, რამაც სრულად შეცვალა არა მარტო ძაღლის, არამედ ბევრი ადამიანის ბედი.

როდესაც რიკი 15 თვის იყო, პარალიზებულ ბიჭთან ერთად სერფინგის დაფაზე პირველად გადახტა. მას შემდეგ ეს მისი სამსახური და მოწოდება გახდა.

რიკის წყალობით, არაერთი ადამიანის ოცნება ახდა. ისინი ვერ ბედავდნენ, თუმცა, დიდი სურვილი ჰქონდათ, სერფინგით მიეღოთ სიამოვნება. ძაღლი მათ ეხმარება, იგრძნონ ბალანსი და დაივიწყონ შეზღუდული შესაძლებლობები. ცხოველს შეუძლია სერფინგის დაფაზე კომფორტულად მოთავსდეს ნებისმიერ მეწყვილესთან ერთად. ის
არაერთ აუტიზმით დაავადებულ ბავშვს დახმარებია და მათი საუკეთესო მეგობარიც გამხდარა.

ადამიანების სიყვარულმა ძაღლს დიდი პოპულარობა
მოუტანა. იგი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაცია "Life Rolls On"-ს , რომელიც ტრავმირებულ ადამიანებს ხელს უწყობს, გაითავისონ სერფინგი.

რიკი ადამიანებს ეხმარება წყლის შიშის დაძლევაში, ასევე - მძიმე სულიერი ტრავმის დროს, როგორიცაა, მაგალითად ოჯახის წევრების დაღუპვა.

ასევე იხილეთ:

როგორ უვლიან საქართველოში უნარშეზღუდულ ძაღლებს, რომლებსაც ოჯახის წევრებად თვლიან

"ეს ჩემი ლეკვია! ის ჩემსავით არის..."

შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი და სამფეხა კნუტი განუყრელი მეგობრები გახდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?