ასაკოვანმა მამაკაცმა მთელი თავისი ქონება საყვარელ ძაღლს დაუტოვა
ასაკოვანმა მამაკაცმა მთელი თავისი ქონება საყვარელ ძაღლს დაუტოვა
ხანშიშესულმა ჩინელმა თავის ძაღლს “პენსია” დაუნიშნა. ძაღლი მამაკაცის ერთადერთი ოჯახის წევრია. მისი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით ავადმყოფობის გამო, ცოლიც დაკარგა.

"China Daily"-ის ცნობით, პროვინცია ხეილუნცზიანში, ქალაქ ხარბინის მცხოვრებმა 71 წლის ვან ცზიუნიუმ თავის ძაღლს დაახლოებით 12000 დოლარი დაუტოვა, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა. მან ეს ფული ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარს შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ ამ ფულს მისი სიკვდილის შემდეგ მისი ძაღლის, სახელად ერფუს, "სიბერის პენსიად" გამოიყენებდნენ.

გამომცემლობის ცნობით, ძაღლი მოხუცის ერთადერთი ოჯახის წევრია. მას 6 წლის შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა,
შემდეგ კი მისი მეუღლე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ვან ცზიუნიუმ ლეკვი შეიფარა.

“ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ. ჩემი
ძაღლი ერთადერთია, ვიზეც ვღელავ”, - აღნიშნა პენსიონერმა.

ასაკოვანმა მამაკაცმა რამოდენიმე ინფარქტი და ინსულტი გადაიტანა და მას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ძაღლი მშვიდად და უზრუნველად იცხოვრებს.

მისი თქმით, შარშან მას თავისი ძაღლი დაეკარგა, თუმცა, მეზობლების დახმარებით, ცხოველი იპოვეს.

“მას მერე არასოდეს დამიტოვებია მარტო. აღარავინ მყავს მის გარდა. მის დაკარგვას სიკვდილი მირჩევნია”, - აღნიშნა ძაღლის პატრონმა.

ძაღლი თავისი პატრონის ძალიან ერთგულია. სულ მას დაჰყვება და იცავს.

"China Daily"-ის ცნობით, თავშესაფრის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა, რომ კარგად მოუვლიან მოხუცის ძაღლს, მაგრამ პენსიონერს ფული არ გამოართვეს.
ნეტარ არიანს
არა, შენნაირი უსაქმური არაკაცისთვის უნდა დაეტოვებინა, შენი რა საქმეა, თავის ფულს რას უზამს
ნეტარ არიან-ს
საიდან მოიტანე, რომ არაკაცურად ცხოვრობდა ეს კაცი? შვილი დაღუპვია, ცოლი დაღუპვია და მაინც იმდენად კარგ ადამიანად დარჩენილა, რომ ძაღლზე ნერვიულობდა და შენ ვინ მოგცა უფლება ასეთ უსაფუძვლო დასკვნებით რომ ლანძღავ? რა მნიშვნელობა აქვს ჩინელია თუ ვინ არის, სრულიად უცხო და შორეული? თუ ადამიანი ხარ ადამიანობა უნდა დაინახო და ცილი არ დასწამო! შენ თუ ასე ერთობი - მაგარი _)*()(*#)$*# ყოფილხარ და იმის ღირსიც არ ხარ ძაღლი რომ მიგაკვდეს სულში!... ნეტა შენნაირი უტვინოები სად ხვდებიან რომ კვდებიან? .. შენთვის დამითმია ისევ ამის გაგება.
ნეტარ არიან
ხოდა ის ძაღლი მიაკვდა სულში მაგას, მთელი ცხოვრება არაკაცურად ცხოვრობენ და სიკვდილის დროს მაინც გააკეთონ რამე სასიკეთო, ეგეთი ხალხი ძაღლების სასაფლაოზე უნდა დაასაფლავო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?