10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ინგლისური ბულდოგი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ინგლისური ბულდოგი
ინგლისური ბულდოგი 2014 წლიდან, ქენელ კლუბის (AKC) მონაცემებით,  ოთხი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშებს შორისაა. ამ სახეობამ მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა განსაკუთრებული ხასიათის გამო. ის 1886 წლიდან ბრიტანელების  ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის ჯიშია.


ალბათ არაერთხელ გინახავთ სახალისო ფილმები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სასაცილო  ვიდეო რგოლები  მათი მონაწილეობით.

ადამ სენდლერი, დევიდ ბექჰემი, მაილი საირუსი, ოზი ოსბორნი და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი ადამიანის საყვარელი ჯიში, სწორედ რომ ინგლისური ბულდოგია.

რატომ დაიმსახურა ამ ჯიშმა ადამიანების დიდი სიყვარული?  არსებობს არაერთი მიზეზი, თუმცა, წარმოგიდგენთ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს.

1. საოცარი კომბინაცია: მრგვალი გარშემოწერილობა, მისრესილი ცხვირი, დაგრეხილი ფეხები.

Zooclub

სწორედ ასეთია ინგლისური ბულდოგის ლეკვის უსაყვარლესი
გამომეტყველება.

2. საშუალო ზომა, საშუალო ენერგია, დიდი გული.

უდავოა, ყველა ძაღლი საჭიროებს მოვლასა და ყურადღებას, თუმცა, ეს ჯიში დაკავებული ადამიანებისთვის საუკეთესო ბინადარია. მას არ სჭირდება დიდი ენერგიის ხარჯვა და სირბილი, უბრალოდ გაასეირნეთ და ცოტა ეთამაშეთ, ის კმაყოფილი იქნება.

3. მშვიდი, მამაცი, მეგობრული.

Zooclub

ნუ შეაფასებთ მას გარეგნულად. მისი გამოხედვა შესაძლოა, უკმაყოფილოდ ჩანდეს, თუმცა, ინგლისური ბულდოგი ერთ-ერთი მხიარული და მეგობრული ძაღლის ჯიშია.

4. თავმოყვარე.

Zooclub

გააჩნია შემთხვევებს.

5. ცვლილებები ოჯახში.

ინგლისური ბულდოგი ზრდასრულ ასაკშიც  კი  ძალიან კარგად ეგუება, როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს.

6. მოსიყვარულე.

Zooclub

თუ ეძებთ იდეალურ შინაურ ბინადარს ოჯახისთვის, ინგლისური ბულდოგი საუკეთესო არჩევანია.

ის პოზიტიური ხასიათითა  და ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულით  გამოირჩევა.

7. სითბოსა და კომფორტის მოყვარული

Zooclub

ინგლისურ ბულდოგს ხშირად იპოვით სავარძელში, ფუმფულა ბალიშზე ან ნოხზე მძინარეს, მაგრამ მას არა მხოლოდ სძინავს, არამედ სასაცილოდ  ხვრინავს.

8. მოვლა.

Zooclub

ინგლისურ ბულდოგს დაბალი ბეწვის საფარი არ მოითხოვს დიდ მოვლას. ჩვეულ რეჟიმში ბანაობა, ფრჩხილების წესრიგში მოყვანა და ის იდეალურად გამოიყურება.

9. ჯანმრთელობა.

ინგლისური ბულდოგი ჯანმრთელი ჯიშია, თავისი თანამოძმე დიდი ჯიშის ძაღლებთან შედარებით. რას უჩივიან მისი პატრონები ყველაზე ხშირად? თითქმის ყველა ინგლისური ბულდოგი ხვრინავს.

10. რჩევა.

Zooclub

თუ ინგლისური ბულდოგის შეძენას გადაწყვეტთ, არ იყიდოთ ის გაურკვეველი სელექციონერებისგან. აუცილებლად მოითხოვეთ ძაღლის მშობლების ნუსხა და გენეტიკური ჯანმრთელობის ცნობა.

მისი აყვანით კი თქვენ ნამდვილ მეგობარსა და ერთგულ ოჯახის წევს შეიძენთ.

hmm
ინგლისური ბულდოგს ყოველტვის ჩერჩილს ვამსგავსებ. ისე ხომ ჰგავსს??))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?