ლორდის ისტორია ნამდვილია. ძაღლი პირველმა პატრონმა სახლიდან გააგდო, მაგრამ ის კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიყვანა. 13 წლის წინ მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა, ძაღლი კლინიკასთან დარჩა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენჯერმე სცადეს მისი სახლში წაყვანა, მაგრამ ლორდი გარბოდა და კლინიკასთან ბრუნდებოდა. ახალი წლის წინ ძაღლი დაიკარგა. ის სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს, ძალიან ცუდ
ექიმმა ძაღლის ევთანაზია გადაწყვიტა, თუმცა, კეთილმა ადამიანებმა მისი მკურნალობისთვის თანხა შეაგროვეს და სამკურნალოდ ოდესის კლინიკაში გადაიყვანეს. თავიდან ის თითქოს გამოჯანმრთელდა, გამოუჩნდა პატრონიც, რომელსაც სახლში უნდა წაეყვანა, თუმცა, ერთი თვის შემდეგ ლორდი მოკვდა.
ოდესელმა ძაღლმა პატრონისადმი ერთგულებისა და თავდადებისთვის ძეგლი ნამდვილად დაიმსახურა.
ასევე იხილეთ:
ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები
ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს
როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...