პიჟამების საღამოს წყალობით, თავშესაფრის ცხოველები ახალ სახლებს პოულობენ (+ფოტო)
პიჟამების საღამოს წყალობით, თავშესაფრის ცხოველები ახალ სახლებს პოულობენ (+ფოტო)
პიჟამების ეს საღმო არ არის მხოლოდ გართობა. ეს სერიოზული პროექტია! ატლანტის LifeLine Animal Project -ის თანამშრომლები სევდიანად ადევნებდნენ თვალყურს, რამდენი საოცარი ძაღლი სევდამორეული როგორ ელოდა ახალ პატრონს. სწორედ მაშინ, გადაწყვიტეს, ძაღლებისთვის პიჟამები ჩაეცვათ და მათთვის პოტენციურ მომავალ პატრონებთან ერთად საღამო მოეწყოთ.

ძაღლი, სახელად პოლ ანკა, პროექტის პირველი მონაწილე იყო. მანამდე მოსიყვარულე და ნაზი ძაღლი თავშესაფარში უკვე 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. სეირების ოჯახი ერთ-ერთ პიჟამების საღამოზე თავის შვილთან ერთად მივიდა და, ფაქტობრივად, შეუყვართად ეს ძაღლი. ახლა მისი ახალი სახელია ბრინი.

ამ
წარმატებულმა ისტორიამ შტატის თავშესაფრის წევრები წაახალისა და პიჟამების საღამოს პროექტი გაგრძელდა. ძაღლს შეიძლება ჩააცვან საყვარელი
ტანსაცმელი და ერთი ღამით სახლში წაიყვანონ. ეს არის მისთვის დიდი სიყვარულისა და ყურადღების (რაც თავშესაფარში არ არის საკმარისი) მიღების შესაძლებლობა.

”ვიფიქრეთ, რა მოხდებოდა, თუ ძაღლს პიჟამას ჩავაცმევდით და უფლებას მივცემდით მისი აყვანის მსურველს მასთან ერთი საღამო გაეტარებინა. ასე ხომ მათი უკეთ გაცნობა და დაახლოება მოხდებოდა”

მაშინაც კი, თუ შემდეგში ძაღლის აყვანა არ მოისურვეს, ეს შესანიშნავი საშუალებაა მას სიყვარული და ყურადღება, ასევე ადამიანებისადმი ცოტა ხნით მაინც მიჩვევის განცდა აჩუქონ.

ახლა, როდესაც თქვენც მოისურვებთ პიჟამების საღამოს გამართვას, ოთხფეხა სტუმრების მოპატიჟება არ დაგავიწყდეთ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?