რას აკეთებენ ძაღლები, როცა პატრონი სახლში არ არის?
რას აკეთებენ ძაღლები, როცა პატრონი სახლში არ არის?
ძაღლები ქცევებით ბავშვებს გვანან. პატრონები ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ მათ მიმართ, თუმცა, შინაური ბინადრების სახლში მარტო დატოვება ხშირად გვიხდება.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შინ დაბრუნებულს დიდი "აურზაური" დაგვხვედრია. ზოგჯერ ოთახები იმდენად არეულია, ეჭვი გვეპარება, რომ ეს ერთმა ძაღლმა ჩაიდინა.

პატრონების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რას აკეთებენ თავიანთი შინაური ბინადრები, როდესაც თავად სახლში არ არიან.

ჩვენ მიერ შეკრებილი ფოტოებით, განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაგამხიარულებთ, შესაძლოა, ზოგიერთი ფოტოდან საკუთარი შინაური ბინადრის ქცევაც ამოიცნოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ძაღლები, რომლებმაც პატრონის საწოლი მიითვისეს

ამ ძაღლებს
ჰგონიათ, რომ საიმედოდ იმალებიან


"ფრთხილად! ეზოში ავი ძაღლია“
გალერეა
Dito
ჩემი ძაღლი მეცხვარეა მას მუშტის ეშინია სახლში ფანჯრები ღია რომ გვქონდა სულ იქიდან გადმოდიოდა მეორე პატარა თეთრი მოკვდა :( სიმბა იყო თეთრი და ყვითელი სუ ყველას დაგვდევდა ხოლმე დაყველას ეშინოდათ სიმბასი
fiso-gori
უპატრონო ფეხმძიმე ძაღლი შევიფარე და სამი გოგო გააჩინა, ლალა, ლულუ, ლილე. ძალიან საყვარლები, ერთ დღეს არ მახსოვს როგორ დამრჩა კარი ღია, სახლში მისულს საშინელი არეულობა დამხვდა, ლოგინიდან გადასაფებელიც კი ძირს ეგდო, დასაუთოებლად დაწყობილი სარეცხი მიმოფანტული და დახეული, ჟურნალების მაგიდა გადაყირავებული და რაც ზედ ეწყო დამტვრეული და მიმობნეული, თვითონ დივანზე ჩამწკრივებულები. ჩემს დანახვაზე ძირს ჩამოიხტნენ და ისეთი საყვარელი თვალებით მიყურებდნენ ,,რა, დავაშავეთ რამე?, რატომ არ გვეფერებიო"რომ მაშინვე ისტერიული სიცილი ამივარდა და სამივე გულში ჩავიხუტე, რა ვქნა, ძალიან მიყვარს ეს ,,უჯიშოები" , თუმცა რომ დამესაჯა რა შეიცვლებოდა? ისედაც რამდენი ტანჯვა ელით ცხოვრებაში, ასე, რომ ნუ გავიმეტებთ ჩვენს ცხოველებს დასასჯელად თუ რამეს გაგვიფუჭებენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?