დედოფალ ელისაბედს კორგი მოუკვდა
დედოფალ ელისაბედს კორგი მოუკვდა
"დიდი ბრიტანეთის დედოფლის ერთ-ერთი ძაღლი 13 წლის ასაკში მოკვდა", - ამის შესახებ ჟურნალი "People"-ი იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, ძაღლმა გადაიტანა დაავადება, რამაც მისი ჯანმრთელობა დაასუსტა და შედეგად, ის მოკვდა. ახლა დედოფალს ველშ-კორგის მხოლოდ ერთი ძაღლი დარჩა. ადრე ისინი რვანი იყვნენ.

დედოფალს ხშირად ახლდა ჰოლი სადღესასწაულო ღონისძიებებზე, მაგალითად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გახსნისას. ძაღლს ხშირად ხატავდნენ მონარქთან ერთად პორტრეტებზე, ის ბევრ ფოტოზეა ასახული, მათ შორის ფოტოხელოვან ენი ლეიბოვიცის ფოტოებზე.

2015 წლის თებერვალში დედოფალმა განაცხადა, რომ მეტი ძაღლი აღარ ეყოლებოდა. ეს ფაქტი იმით
ახსნეს, რომ მას ეშინია სიარულის დროს ცხოველებზე ფეხის წამოკვრისა და ტრავმის მიღების.

ახლა ბუკინგემის სასახლეში კორგი
უილოუ და კიდევ 2 კორგისა და ტაქსას მეტისი ცხოვრობს.

გამომცემლობის ცნობით, სუფთა სისხლის კორგი ელისაბედ მეორეს ოჯახში ჯერ კიდევ მისი ბავშვობის დროიდან ცხოვრობს. ამ ჯიშის ძაღლების ყოლის ტრადიცია სათავეს მეფე გეორგ მეექვსეს (დაიღუპა 1830 წ.) დროიდან იღებს.
kakala
თვალი მითამაშებდა რაა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?