რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
როგორ იქცევა ძაღლი სიკვდილის წინ?! სამწუხაროდ, ჩვენი ბინადრები ბერდებიან და ჩვენ მათი სიკვდილის მომსწრენი ვხდებით.
ეს ფაქტი თქვენთვის მოულოდნელი რომ არ იყოს, განვიხილოთ მათი დაუძლურების ნიშნები. რა თქმა უნდა, ძაღლების ქმედება ინდივიდუალურია. ერთნი განმარტოებას ცდილობენ, სხვებს სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარება პატრონთან ერთად სურთ.


მაგრამ მაინც, გარკვეული ნიშნები მიგვითითებენ, რომ ძაღლი კვდება.

სიცოცხლის ბოლო წუთებში ძაღლი დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას წევს, ხან წამოდგომის ძალაც არ აქვს.

ბევრი ძაღლი სიცოცხლის ბოლოს შარდის ბუშტის მოქმედებას ვერ აკონტროლებს. ამას შეიძლება, დიარეაც დაერთოს.
ასეთ დროს არ შეზღუდოთ ძაღლი წყლის მიღებისგან, უბრალოდ შეინარჩუნეთ სისუფთავე.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ძაღლმა შეიძლება,
მკვეთრად დაკარგოს მადა. შესაბამისად, წონაში დაიკლებს, მაგრამ ძალით არ აჭამოთ.

შესაძლებელია, კუნთების სისუსტე და მათზე კონტროლის დაკარგვა.

ძაღლი მძიმედ დაიწყებს სუნთქვას, ასევე, გაუჭირდება ნერწყვის ყლაპვა.

ეცადეთ, თქვენს მეგობართან მეტი დრო გაატაროთ. მიეფერეთ მას.



არის აზრი, რომ როგორც კი ძაღლი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, სახლიდან წასვლასა და მარტო სიკვდილს შეეცდება. ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ კატებსა და სხვა ცხოველებს.

გააცნობიერებენ რა დასასრულის მოახლოებას, ცხოველები ფრთხილობენ, რომ ხროვის წევრებს არ ანახონ სიკვდილი. ზოგის აზრით, ცხოველი სახლიდან გარბის იმ იმედით, რომ საკუთარი ძალებით - მცენერეებით იმკურნალებს.

შესაძლებელია, ცხოველები სახლიდან ინსტინქტის გამო მიდიან. მათი წინაპრები ხომ მგლები იყვნენ. მგლის ხროვაში კი წესად იყო სუსტი ცხოველის მოკვლა. ასევე, ძაღლების საქციელი შეიძლება, სახეობის დაცვასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ხროვის წევრებს შეეძლოთ შეეჭამათ დაავადებული გვამი და თავად დაავადებულიყვნენ.

ამასთან დაკავშირებით უამრავი თეორიაა, ძაღლების ქცევა კი - განსხვავებული. ერთნი მიდიან, მეორენი რჩებიან პატრონთან თავისი ერთგული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

ინა -ს
ბედნიერი ყოფილა თქვენი ძაღლი. ძაღლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება პატრონის ხელში სიკვდილია!! გაიხარეთ!
ინა
ჩემი ძაღლიც ასე გავიდა გარედ ვერ გავაჩერე სახლში, როცა დაიგვიანა ეზოში ვიპოვე დავარდნილი ჯერ ისევ ცოცხალი იყო ხელებში ჩამაკვდა. ძალიან მტკივნეულია 16 წელი როდესაც გყავს ოჯახის წევრივით და მერე გივდება :(
nika
მიმი ხარ, თუ ვიღაც უსისხლო და უსახური, შენნაირი უგულო არსებებისაგან აივსო ქალაქები, გეტყობა ვინცა ხარ და რაცა ხარ, შენნაირი ნაგავი მეზობლები მეც მყავს, ცხოველს რომ წიხლებს ურტყავენ!ის კი არ იციან ბოლოს ვინ დარჩება წიხლნაკარვი განგებისაგან!
გფრტ
წერთ მიმის რომ ბავშვი გამივარდა და ძაღლი მათბობდაო!ტყუილის ამბობ,განა ძაღლი არ გაგათბობდა?!არა,უბრალოდ შენი მოგონილი ამბავია იმიტომ,რომ თუნდაც ათი წუთი ძაღლთან გატარებული და მისი კეთილშობილებით გადარჩენილი,ავადმყოფობის არგადადება-გადადებაზე ლაპარაკობ.ამიტომაც ტყუილს წერ და სხვა დროს აღარ იცრუო!
ჯულიეტა
ჩვენმა მეგობარმა ძაღლმაც მიტოვებული სახლი აირჩია სიკვდილისთვის. თუმცა ის მარტო იყო და ხელს არაფერი და არავინ უშლიდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?