შეშინებული ლაბრადორი, რომელიც პატრონმა მიატოვა, თავშესაფრის ვოლიერის კუთხეში მიყუჟული საკუთარ შარდში იჯდა.. ამ ფოტომ მისი სიცოცხლე იხსნა…
შეშინებული ლაბრადორი, რომელიც პატრონმა მიატოვა, თავშესაფრის ვოლიერის კუთხეში მიყუჟული საკუთარ შარდში იჯდა.. ამ ფოტომ მისი სიცოცხლე იხსნა…
ტემი გრეივზი ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) ცხოვრობს. თავისუფალ დროს ის ცხოველთა ადგილობრივ თავშესაფრებს სტუმრობს იმისათვის, რომ მათ ფოტო გადაუღოს და ინტერნეტში განათავსოს. ასე მოხალისეები მიტოვებულ ცხოველებს ახალი პატრონების მოძებნაში ეხმარებიან. ეს თუ არ მოხდება, მათ უბრალოდ დააძინებენ, რომ ადგილი სხვა მოხეტიალე ძაღლებისთვის გაათავისუფლონ.

ამჯერად ტემის ერთი ძაღლი ჩარჩა გულში. მან არა მხოლოდ მისი ფოტო გამოაქვეყნა, არამედ ორგანიზაციის ინტერნეტგვერდზე შემდეგი პოსტი დაწერა:

Zooclub

”აი, რა ხდება, როდესაც პატრონები თავის ბინადრებს თავშესაფარში აბარებენ. ჯერ კიდევ გუშინ, ამ ”ბიჭმა” საკუთარ საყვარელ სავარძელზე გაიღვიძა, ის გემრიელ
საუზმეს ელოდა, ბედნიერი ჩახტა მანქანაში იმის მოლოდინით, რომ პარკში გაასეირნებდნენ, ან უარეს შემთხვევაში ვეტერინართან მიიყვანდნენ,
მაგრამ ამის მაგიერ პატრონმა იქ მიიყვანა, სადაც კიდევ 275 სასოწარკვეთილი ძაღლი ყეფდა, სადაც სიკვდილის სუნია, კარი კი ურდულზეა დაკეტილი.
ცხოველები მიყავთ და ისინი არასოდეს ბრუნდებიან. მან ჯერ კიდევ არ იცის, რა ელოდება. მისი ბრალი არ არის, რომ უპასუხისმგებლო ადამიანების ოჯახში დაიბადა და დღეს ის, სიკვდილამდე შეშინებული საკუთარ შარდში ზის. ის ზედმეტად შეშინებულია და მოძრაობა არ შეუძლია, არ შეუძლია ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, ის კუთხეს ეკვრის, თითქოს უნდა კედელს შეერწყას და გაქრეს. მას არ უნდა, ვინმემ დაინახოს, იმედი აქვს, რომ თუ უჩინარი გახდება თავის ბედს გაექცევა. აი, სადამდე მიყავს სიტუაცია პატრონის უპასუხისმგებლობასა და თავშესაფრების სისტემას. ეს არ არის თავშესაფარი. ეს არ არის გადარჩენა. ეს უპასუხისმგებლობაა”.

Zooclub

ათასობით ადამიანმა გაავრცელა ეს ამბავი სოცქსელით, გაუგზავნა ერთმანეთს და მათგან ასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი შავი ლაბრადორიდს, სახელად ქეშის, აყვანისა. ახლა ძაღლს აქვს ახალი სახლი და ყავს მოსიყვარულე პატრონი.

Zooclub

ქეში ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. მაგრამ თავშესაფრის კედლებში, საიდაც ის აიყვანეს, ასობით ცხოველი ისევ იტანჯება სიკვდილის მოლოდინში. ყველა მათგანი თავშესაფარში იმიტომ მოხვდა, რომ პატრონებმა მოისურვილეს მათთან თამაში და გადაწყვიტეს, რომ არც ისე ძალიან უნდათ შინაური ცხოველის ყოლა. კარგი იქნებოდა, თუ ძაღლის თავშესაფრებში ჩაბარების მსურველებს აიძულებენ თუნდაც ერთი დღე გაატარონ ასეთ კამერაში. დაე, დაფიქრდნენ.
არავის გეწყინოთ!
ძაღლი არის ეღადერთი არსება რომელიც პატრონს არასდროს უღალატებს,არ გაჰყიდის და სიკვდილამდე ერთგული იქნება!იქნებ სანამ ძაღლის ყოლას გადაწყვეტთ დაფიქრებთ შეძლებთ თუ არა ბოლომდე თქვენს გერდით გყავდეთ,მერე რა რომ ვერ ლაპარაკობს ცხოველი სამაგიეროდ ბევრ ადამიანზე მეტი ესმის და უღალატოა.სათამაშო ხომ არ არის ეს შენი დამცველი, ყოველთვის მზად რომ არის შეაკლას თავი ნებისმიერს ოღონდ პატრონი დაიცვას და ერთი ხელის მოსმით ადგე და ჩააბარო.გაუბრთხილდით ცხოველებს და თუ ვერ შეძლებთ მათ პატრონობას ბოლომდე ნუ მიიყვანთ სახლებში.თქვენ რა გგონიათ მისი ჩაბარება ღალატი არ არის?მე მყავს ძაღლი 12 წელია, სახლში გვყავ ოჯახის ერთერთი წევრია ოთხფეხა,წარმოიდგინეთ საკუთარი შვილებიც კი არ მიჯერებენ ისე როგორც ის,დაჯერებაც არის და დაუჯერებლობაც.ძალიან გთხოვთ ყველას თუ არ გიყვართ ცხოველი და მზად ხართ მისი სიყვარულის და თავდადების სანაცვლოდ სანაგვეზე მოისროლოთ უბრალოდ ნუ დაუმეგობრდებით,მერე რა რომ ვერ ლაპარაკობენ,ისინი ულაპარაკოდ კვდებიან,პროტესტის გარეშე,ტირიან და გული უსკდებათ...
ფხიიიფხიიიი
ეგ კი მართალი აზრია.მართლა უნდა ჩააჯინო ერთი დღე ზანგის ახურებულ ყაზილარებთან და ერთის მაგივრად,ძაღლების ლაშქარს წაიყვანს სახლში!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?