ბრაზილიელი, რომელმაც თავის ძაღლს ტატუირება გაუკეთა, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს
ბრაზილიელი, რომელმაც თავის ძაღლს ტატუირება გაუკეთა, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს
"ბრაზილიაში ტატუ-სალონის მფლობელი, რომელმაც თავის ძაღლს ცხვირზე რამდენიმე ტატუ გაუკეთა, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს", - წერს "Metro".

გამომცემლობის ინფორმაციით, ემერსონ დამასენომ ფეისბუქზე თავისი ძაღლის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ ძაღლის ცხვირსა და ყურებზე ხუთი ტატუირებაა გაკეთებული. მას მერე, რაც მომხდარზე ფეისბუქმომხმარებლებმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, მამაკაცმა საკუთარი ექაუნთი გააუქმა.

დამასენოს თქმით, მას სჯერა, რომ ეს ნახატები დაიცავს ცხოველს დაავადებებისგან. ბრაზილიელის მეგობარი გოგომ, რომელმაც იგი დაიცვა, განაცხადა, რომ ტატიურების გაკეთებამდე მათ ძაღლს ვეტერინართან ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?