როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?
როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?
ყველა ჩვენგანმა იცის ისტორია მაუგლისა, რომელსაც ჯუნგლებში მგლები ზრდიდნენ.  მომდევნო ამბავი მსგავსი, თუმცა ცოტა განსხვავებულია. სოციალური ქსელის მომხმარებელმა Dong_of_justice -მა თავისი ჰასკი ტალის ისტორიის მოყოლის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა.

ძაღლი კატებმა გაზარდეს, ამიტომ ქცევაც კატის აქვს. ტალის კატასავით წოლა და ყუთებში დამალვა მოსწონს. პატრონმა ვერაფრით გადააჩვია სახლში მოსაქმებას. 

სამწუხაროდ, ძაღლის მფლობელმა აღმზრდელი კატების ფოტოები არ გამოაქვეყნა. უდავოა, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლი თავს კატად თვლის, არ არსებობს, მაგრამ მისი ფოტოები ამის დასტურია.

პატრონებმა ტალი 2 თვის ასაკში აიყვანეს.

Zooclub

მას კატები ზრდიდნენ.

Zooclub

სასაცილო ტალი
კატასავით ისვენებს - მას თათები გულთან აქვს მიკრული.

Zooclub

ჰასკის ძალიან მოსწონს კატასავით ყუთში მოკალათება.

Zooclub

მას
მთელი დღე შეუძლია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

Zooclub

მათხოვრობა.

Zooclub

ტალის ხშირად შეამჩნევთ კატასავით ფანჯარასთან მოკალათებულს. ის გარემოს ათვალიერებს.

Zooclub

დააკვირდით მას, რითი განსხვავდება კატისგან?

Zooclub

"ადამიანები ხშირად გვაჩერებენ ქუჩაში, რათა ტალის მოეფერონ", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

ის ზარმაცი, მაგრამ მოქნილია. როდესაც უცნაური ხმა ესმის, ძაღლივით არ ამოწმებს, თუ რა ხდება, უბრალოდ წამოიწევა საწოლიდან და თავს კატასავით გვერდზე აბრუნებს.

Zooclub

"აი, ასეთი საყვარელი "ძაღლი-კატაა"  ჩემი ტალი", - ამბობს პატრონი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია


სხვადახვა სახეობის ცხოველი და მათი ერთი მშობელი

სად გრძნობენ კატები თავს კომფორტულად?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?