"სახლში შესვლისას თინეიჯერი შეშინებული დაგვხვდა. მას ეგონა, რომ ზედა სართულზე ქურდები იმყოფებოდნენ. ასევე, ბიჭმა აღნიშნა, რომ მისი ძაღლები შეუჩერებლად ყეფდნენ, თუმცა, თავად მეორე სართულზე ასვლა ვერ გაბედა", - ამბობს პოლიციელი.
სამართალდამცველებმა სახლის დათვალიერება დაიწყეს... შემდეგ გამოჩნდა "ქურდიც", რომელიც მანსარდის ფანჯრიდან ეზოში მშვიდად იმზირებოდა.
"ერთ-ერთ პოლიციელს სახლის
გერმანული დოგი სახლის პატრონის ერთ-ერთი ძაღლი აღმოჩნდა. ბიჭი იმდენად შეშინებული იყო, რომ დაავიწყდა საკუთარი შინაური ბინადარი, რომელიც ზედა სართულის ფანჯრიდან სუფთა ჰაერით ტკბებოდა. სხვა ძაღლები კი ყეფდნენ, რადგან მათაც სურდათ ფანჯრიდან ეზოში ყურება.
სწორედ ეს გახდა თინეჯერის შიშის მიზეზი. ის ფიქრობდა, რომ მის სახლში ქურდები იმყოფებოდნენ, ხოლო მისი ძაღლები ყეფით ცდილობდნენ სახლის დაცვას.
"25 წელია, პოლიციის რიგებში ვმსახურობ და ასეთი უცნაური შეტყობინება პირველად მივიღეთ", - ამბობს პოლიციელი.
ასევე იხილეთ:
როცა ცოლის ხმა თუთიყუშის ხმაში ერევათ - ბრაიტონის მცხოვრებლებმა მეზობლისა და თუთიყუშის ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს...
დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს ჰიტლერის "სალამი" ასწავლა
მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ