გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს
გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს
და ისევ ძაღლმა გადაარჩინა ახალშობილი ბავშვი! რითი შეიძლება გერმანული ნაგაზი ჯეიდი ადამიანზე უკეთესი იყოს? მის გულში უფრო მეტი სიყვარულია, ვიდრე დედის, რომელმაც საკუთარი ახალშობილი გადააგდო. სხვა მხრივ, მომდევნო ისტორიას ვერ ახსნით. 

ძაღლის ინტუიცია

ამ გმირი ნაგაზის პატრონი 68 წლის ბრიტანელი მამაკაცი როჯერ უილდეია, რომელიც ქალაქ ბირმინგემში ცხოვრობს.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც პატრონი ჯეიდისთან ერთად სასეირნოდ გავიდა.

აი, რას ყვება მამაკაცი იმ დღის შესახებ: "დაახლოებით დღის 3 საათზე, მე და ჯეიდი სასეირნოდ გავედით. ძაღლი ჩემთან ერთად იყო იმ დრომდე, სანამ
ბუჩქებს მივუახლოვდებოდით. იგი უეცრად გაუჩინარდა. ბევრი ვეძახე, თუმცა, ამაოდ. მის საძებნელად ბუჩქებში შევედი და დავინახე
ჯეიდი, რომელიც ჩანთასთან იჯდა.

Zooclub

ის ჩემს ხმაზე არ რეაგირებდა. მივუახლოვდი, რათა გამეგო, რითი დაინტერესდა ძაღლი. როგორც კი მის გვერდით აღმოვჩნდი, დავინახე, რომ ჩანთაში რაღაც მოძრაობდა. ვიფიქრე, ვიღაცამ კნუტი გადააგდო-მეთქი, მაგრამ უეცრად პატარა ხელი დავინახე, ხოლო შემდეგ ბავშვმა ტირილი დაიწყო."

როჯერმა ბავშვს ხელი შეახო და საბედნიეროდ, ის ჯერ კიდევ თბილი იყო. მას შეეშინდა და ჩვილი არ აიყვანა, ის ჯეიდის დაუტოვა, რომელიც პატარას გვერდიდან არ შორდებოდა და თავად დახმარების გამოსაძახებლად გაიქცა. 

"არ მინდოდა, რამეს შევხებოდი, რათა მტკიცებულებები არ გამენადგურებინა. გამიგეთ, არ მინდოდა პოლიციას მუშაობაში ხელი შეშლოდა, მაგრამ ტელეფონში სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ ბავშვის აყვანა და პარკიდან გამოყვანა შემეძლო." - ამბობს როჯერი.

Zooclub

გარკვეული დროის  შემდეგ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა. ახალშობილი გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ჩვილი რამდენიმე საათის დაბადებული იყო.

Zooclub

ჯეიდის დახმარების გარეშე ბავშვი ვერ გადარჩებოდა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე,  ის ჩვილს გვერდიდან არ სცილდებოდა და მოთმინებით ელოდა, როდის წაიყვანდნენ პატარას ექიმები.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა

შოკისმომგვრელი ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა

კატა გვერდიდან არ შორდებოდა ოჯახის ახალშობილ წევრს. ის ხვდებოდა, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა
manana-sh
ბატონო კახა, ცოტა კორექტურად რომ დაგეწერათ? ამ საიტის ,,პატრონები" ჩვენ ძალიან მოგვწონს და უფრო მეტიც, ძალიან გვიყვარს!
კახა
რამდენიმე საათის შემდეგ რომ მისულიყო სამაშველო სამსახური – ბრიტანეთში რევოლუცია მოხდებოდა ! სწორედ წერეთ უწიგნურებო !! ამ საიტს კორექტორი ან პატრონი არ ყვას?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?