მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა... ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს… (+ვიდეო)
 მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა... ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს… (+ვიდეო)
რამდენიმე დღის წინ უჟგოროდში სულისშემძვრელი ფაქტი მოხდა. ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა ცხოველთადამცველმა, დენის მალაფეევმა თავის ფეისბუქზე დაწერა:

მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ! საოცარი ისტორიაა. დღეს 12:00 საათზე მეგობრებისგან შემოვიდა ზარი, რომ ცეგლოვკაში, უკვე მეორე დღეა, ლიანდაგებზე ორი ძაღლი წევს.

Zooclub

ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ  ძუ ტრავმირებული იყო და ვერ გადაადგილდებოდა. ხვადი კი მას არ ტოვებდა.

ცხოველების რელსებიდან გადაყვანის ცდა ამაო აღმოჩნდა, რადგან ხვადი ყველანაირად იცავდა ძუს. უცებ შორს მატარებელი გამოჩნდა. ყველა დავიძაბეთ. მემანქანის საყვირის გაგონებისას ხვადი მივიდა ძუსთან და გვერდით მიუწვა. ორივე ცხოველმა
თავი დახარა და… მატარებელმა ჩაიარა!.. წარმოგიდგენიათ? ხვადი ამას 2 დღის განმავლობაში აკეთებდა! უბრალოდ წარმოიდგინეთ! ის
ორი დღე ათბობდა მეგობარს და ყოველ ჯერზე თავს საფრთხეში იგდებდა. არ ვიცი ამას რა ქვია, ინსტინქტი, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. ერთი ვიცი, რომ ყველა ადამიანს ეს არ შეუძლია! ეს ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია! დიახ-დიახ... 

Zooclub

მადლობა ვერას, ხაჩატურს, კრისტიანს და მათ, ვინც გაგვაგებინა და არ აუარა გულგრილად ამ ამბავს! თუ რომელიმე ადამიანი ამ ცხოველებს ამოიცნობს, შეგვატყობინეთ! ისინი თავშესაფარში არიან!

Zooclub

ბოდიშს გიხდით ემოციებისთვის!

არსებობს ორი დღე: ერთ-ერთს ჰქვია გუშინ - როდესაც არაფრის გაკეთება შეგიძლიათ  და მეორეს ქვია - ხვალ! ასე რომ დღეს შესანიშნავი დღეა ვინმეს დასახმარებლად!
, - წერს მალაფეევი.


ამჯერად ძაღლები თავშესაფარში არიან. ისინი ახალ პატრონს ელოდებიან. მათ მხოლოდ ერთად გააჩუქებენ.

იხილეთ ვიდეო


ერთგულების ეს საოცარი ისტორია ადგილობრივმა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს.

იხილეთ ვიდეო



წყარო


იხილეთ ამ ამბის დასასრული: "ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... "
5454
ეს არის ერთგულების და სიყვარულის შესანიშნავი მაგალითი რომელიც ჩვენთვის მართლა მისაბაძია,რადგან ერთგულება და გულწრფელი სიყვარული დღეს ადამიანებს არ შეუძლიათ,დღე ისე არ გავა მკვლელობა არ მოხდეს,ერთმანეთს არ უღალატონ,სად არის ამ დროს სიყვარული?
????
იქნებ საფიქრალია კანონმდებლობაზე, რომელიც სავალდებულოს გახდის პატრონის მიერ ყოველი ცხოველის რეგისტრაციას. იქნებ ამით დავაღწიოთ თავი სოფელსა და ქალაქში მიტოვებულ ძაღლებს და კატებს, რომლებიც საცოდავად შემოგვჩერებიან. ქუჩაში მიტოვებულ ზოგ ძაღლს აშკარად ეტყობა რომ დიდხანს ემსახურენ ოჯახს, სიბერეში კი ქუჩაში სასიკვდილოდ გაიმეტეს.
გიორგი
არც კატები არიან თბილისის ქუჩებში კარგ მდგომარეობაში. უპატრონო ქვეყანაში არ უვლიან ცხოველებს...სამწუხაროდ ეს ჩვენც გვეხება..... რადგან სახელმწიფო არ ზრუნავს ცხოველებზე, ვინმემ ხომ მაინც უნდა იზრუნვოს მათზე. სტერილობა-დაკოდვა უნდა ჩაუტარდეს ქუჩის ცხოველებს, რომ აღარ გამრავლდნენ....
ნინი
თუ არ შეგიძლიათ ცხოველების მოვლა რაიმე საპატიო მიზეზების გამო, მიიყვანეთ ელიზბარაშვილის თავშესაფარში და ჩააბარეთ, ნუ მიატოვებთ ქუჩებში საბრალო ცხოველებს
ანი
წარმოიდგინეთ საქართველოში რამდენი მიტოვებული ქუჩის ძაღლია...რას უნდა გრძნობდნენ პატრონი რომ ქუჩაში ტოვებს ბედის ანაბარა....სიცივეში...მშივრები და მწყურვ ლები რომ დადიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?