გადაბრუნებულ მანქანას პატრონი თავს ვერ აღწევდა.. ერთი ძაღლი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი არიზონას ცხელ უდაბნოში გაიქცა... (+ვიდეო)
გადაბრუნებულ მანქანას პატრონი თავს ვერ აღწევდა.. ერთი ძაღლი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი არიზონას ცხელ უდაბნოში გაიქცა... (+ვიდეო)
როუზი გზაზე თავის ორ ძაღლთან ერთად მიდიოდა. გარშემო სიმშვიდე იყო, მაგრამ უეცრად ავტომანქანის საბურავს რაღაც მოუვიდა, როუზმა კონტროლი დაკარგა და მანქანა გადაბრუნდა. სამწუხაროდ, მისი ერთ-ერთი ძაღლი ადგილზე მოკვდა, მეორეს კი იმდენად შეეშინდა, რომ გაიქცა... გარშემო არიზონას ცხელი უდაბნო იყო...

როუზი სერიოზულად დაზიანდა, ამიტომ ვერ შეძლო თავისი ძაღლის მოძებნა, მაგრამ აღმოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარების გასაწევად მზად იყვნენ. ისინი 65 დღე გარემოს ჩხრეკნენ, დგამდნენ ხაფანგებს იმის იმედით, რომ ძაღლს იპოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არც იცოდნენ იყო ძაღლი ცოცხალი თუ აღარ.

ბოლოს,
ერთ-ერთ ხაფანგში როუზის ძაღლი გაება. იმ ტერიტორიაზე დაყენებულმა ფარულმა კამერამ აჩვენა, რომ აილი (როგორც ადრე
მას პატრონი ეძახდა - Ily – შემოკლებული «I love you») რომელიღაც უსახლკარო ძაღლს მიეკედლა და ისინი ერთად იბრძოდნენ გადარჩენისთვის.

პატრონისა და მისი უსაყვარლესი ძაღლის შეხვედრა ყველაზე მგრძნობიარე კადრებია.
ეს შესანიშნავია, რომ მარტოხელა როუზს კვლავ ჰყავს თავისი უსაყვარლესი ძაღლი. რაც შეეხება აილის მეგობარ უსახლკარო ძაღლს, რომელიც მას გადარჩენაში დაეხმარა, თავშესაფარში გადაიყვანეს და ძალიან მალე მანაც იპოვა მოსიყვარულე ოჯახი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?