გადარჩენილი პიტბული პირველად შეხვდა სანტას, მისი რეაქცია წარმოუდგენელია (+ვიდეო)
გადარჩენილი პიტბული პირველად შეხვდა სანტას, მისი რეაქცია წარმოუდგენელია (+ვიდეო)
ის დღეს ყველაზე ბედნიერი ძაღლია, რადგან კეთილმა ადამიანებმა ეს პიტბული ევთანაზიისგან რამდენიმე საათით ადრე იხსნეს. ძაღლი მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში მოხვდა, სადაც პირველად ნახა, თუ რა არის მოფერება, სითბო და მზრუნველობა.

პატრონი ყველანაირად ცდილობს, გაანებივროს ახალი ოჯახის წევრი. საშობაო საჩუქრებთან ერთად, პიტბული შობა დღეს სანტას შეხვდა, მისი რეაქცია იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ამას პატრონიც არ ელოდა.

ძაღლი უბედნიერესი იყო სანტასთან შეხვედრით. ყოველივე მის ქცევასა და თვალებში აისახებოდა. მან რამდენიმე ფოტოც გადაიღო საყვარელ სანტასთან ერთად და სახლში ბედნიერი დაბრუნდა.

იხილეთ ვიდეო,
როგორ შეხვდა პიტბული სანტა კლაუსს.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა საყვარელი სანტა კლაუსი პირადად გაიცნო

დედისგან მიტოვებულმა
თეთრი დათვის ბელმა პირველად იხილა თოვლი