ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... (+ვიდეო)
ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... (+ვიდეო)
კარგად გახსოვთ ამბავი, რომელიც დეკემბერში, უჟგოროდში მოხდა. ლიანდაგზე დაჭრილი ძუ ძაღლი იწვა, ხოლო ხვადი მას ორი დღის განმავლობაში არ ტოვებდა. როდესაც შორიდან მატარებელი გამოჩნდებოდა, ხვადი მიირბენდა ძუსთან, ისინი ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და თავებს ჩახრიდნენ, მატარებელი მათ ზემოდან გადაუვლიდა. ეს 2 დღის მანძილზე გრძელდებოდა და უსაზღვრო ერთგულების იშვიათი მაგალითი იყო.
იხილეთ მათი ისტორია
ალბათ ყველას გაინტერესებთ ამ ორი ძაღლის ბედი.

ხვადი ძაღლი, რომელიც არავის აკარებდა დაჭრილ ძუს, დააძინეს და ისე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძაღლებს
პატრონი ჰყავდათ. მისი თქმით, ძაღლები რამდენიმე დღის წინ დაიკარგნენ. ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.

ვეტერინარის გამოკვლევის შემდეგ,
ცხოველთა დამცველებმა ძაღლები პატრონს დაუბრუნეს, თუმცა, ამ ძაღლებზე მზრუნველობა აიღეს და შესაბამისად, ყოველთვის გააკონტროლებენ მათ მდგომარეობას.

დენის მალაფეევი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ცხოველები ეზოში ჰყავთ. მათი ჯიში კავკასიურისა და კოლის ნარევია. არც ზამთარია იქ ძალიან ცივი, ამიტომ ისინი გრძელი ბეწვით ამ სეზონზე ეზოში თავს მშვენივრად გრძნობენ. დაჭრილი ძუ გამოჯანმრთელებამდე თბილ ოთახში მოათავსეს და ის საჭირო მკურნალობას იღებს. რაც შეეხება ეზოში ძაღლის დაბმას, მალაფეევი აღნიშნავს, რომ პატრონს იმის თაობაზე, რომ ცხოველები არ უნდა დააბან, აუცილებლად გაესაუბრებიან!

ეს ვიდეო
28 დეკემბერსაა გადაღებული (უჟგოროდის რაიონი, სოფელი ცეგლოვკა).
ამ დღეს ცხოველთა დამცველებმა (საზოგადოება “დაეხმარე მეგობარს”) უკვე პატრონთან მყოფი ძაღლები მოინახულეს. შეამოწმეს ორივე ძაღლის ჯანმრთელობა.

მალაფიევსა და ვერა რომანოვას პატრონის ოჯახი ძალიან მეგობრულად დახვდა. ეს არის მოცემული რეგიონისთვის ტიპიური ოჯახი. სტუმრებს გაუმასპინძლდნენ, ყავაც მიართვეს. ცხოველთა დამცველებმა მათ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცეს და ძაღლებისთვის დაბმის მაგიერ ვოლიერის აშენება შესთავაზეს, რასაც ოჯახის წევრები დათანხმდნენ.

Zooclub

პატრონმა მათ ძაღლების ვეტპასპორტები აჩვენა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ძაღლებს აცრებს უკეთბდნენ და მათ ჯანმრთლობაზე ზრუნავდნენ.

Zooclub

Zooclub

ეს არ არის სამეფო აპარტამენტები, მაგრამ ეს არის ტიპიური უკრაინული სოფლის პირობები, დიდი ეზოთი, ძაღლის თივადაგებული ორი სახლით!

Zooclub

ცხოველები თავს უკვე კარგად გრძნობენ.


Zooclub

ამბის ბოლოს მალაფიევი მოვლენათა ქრონოლოგიას აქვეყნებს:

22.12.2016 - პატრონების თქმით, ცხოველები დაიკარგნენ.

25.12.2016 - მატარებლის მემანქანე (ჟგოროდ-ჩოპი) დაუკავშირდა მოხალისეეებს ლიანდაგებზე მწოლიარე ძაღლების შესახებ.

25.12.2016 - ანუ იმავე დღეს ორგანიზაციის წევრებმა “დაეხმარე მეგობარს” ცხოველები ლიანდაგებიდან გადმოიყვანეს; ისინი ვეტერინარმა გასინჯა.

26.12.2016 - ცხოველები მედიის თანდასწრებით გადასცეს პატრონებს (სოფ. ცეგლოვკა).


ჩვენ კი, ადამიანებს, დაე, ცხოველების ერთგულების ამ ფაქტმა მეტი ერთგულება გვასწავლოს და ცხოველების დიდი სიყვარული შეგვაძლებინოს!

იხილეთ ვიდეო