ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა
ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა
ახალი წლის ღამეს, იმეთის ოლქში (მიჩიგანი), მამაკაცი ბობი თავის ოქროსფერ რეტრივერ კელსისთან ერთად სახლში ფეხბურთს უყურებდა. შესვენების დროს, ბობი ეზოში ბუხრისთვის შეშის მოსატანად გავიდა, წაიქცა და კისრის მალა გაიტეხა.

მამაკაცი შველას ითხოვდა, თუმცა, უკვე 22:30 წუთი იყო, დღესასწაული ახლოვდებოდა და ქუჩაში არავინ იყო. უახლოესი მეზობელი კი მისი სახლიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდა. დასახმარებლად მხოლოდ მისი ძაღლი კელსი მივიდა. მამაკაცი თოვლზე პარალიზებული იწვა, ხოლო მისი ოთხფეხა მეგობარი ხელებსა და სახეზე ლოკავდა. იგი ასევე დაწვა მის გვერდით, რათა პატრონი არ გაყინულიყო.

ინციდენტიდან 19
საათის შემდეგ ბობმა გონება დაკარგა, თუმცა, ძაღლს ყეფა არ შეუწყვეტია. საბოლოოდ, კელსის ხმა მეზობელმა გაიგო,
რომელმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი 1 იანვარს 18:30 წუთზე აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საბედნიეროდ, ძაღლის პატრონს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადარჩა.

ბობი მადლობას უხდის ოთხფეხა მეგობარს, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატრონი არ მიატოვა, ასევე, არ შეწყვიტა ყეფა და მას არ მისცა საშუალება გაყინულიყო.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი გზაზე უგონოდ დავარდნილ პატრონს გვერდიდან არ სცილდებოდა

ლაბრადორმა სასწრაფო დახმარების გამოძახებით პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა

გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?