ისტორია ძაღლზე, რომელიც მხოლოდ ბავშვს ენდობა
ისტორია ძაღლზე, რომელიც  მხოლოდ ბავშვს ენდობა
ინგლისურ პოინტერ ნორას საშინელი ცხოვრება ჰქონდა. ის წამოიყვანეს პატრონისგან, რომელიც ხშირად სცემდა და უხეშად ეპყრობოდა. მას შემდეგ, რაც ცხოველი მფლობელს ჩამოართვეს, იგი ძალიან ფრთხილი გახდა. ცხოველს ადამიანებისა და უცხო ნივთების ეშინოდა.

ნორას ახალი პატრონი კანადაში მცხოვრები ელისაბედ სპენსი გახდა. ახალ სახლში ძაღლს დღითიდღე უბრუნდებოდა საკუთარი თავის რწმენა. მას დღემდე აქვს შიშები და ერთადერთი, რაც შინაგან სიმშვიდეში ეხმარება, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი არჩია.

ნორასა და არჩის ერთმანეთთან შეხვედრისთანავე უხილავი კავშირი გაჩნდა, ამას ყველა ამჩნევდა. 

ელისაბედმა (არჩის დედა) შექმნა ბავშვისა და ძაღლის საოცარი ფოტო
სერია.

სპენსების ოჯახმა ცხოველების თავშესაფრიდან აიყვანა სამი ძაღლი და სამი კატა, მაგრამ არჩი ყველაზე მეტად
ნორას შეეჩვია.

Zooclub

ბავშვის დედის თქმით, სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსების მთავარი მიზეზია, დაანახოს ადამიანებს, თუ რამდენად მადლობელნი იქნებიან ის ცხოველები, რომლებსაც თავშესაფრიდან აიყვანენ.

მიუხედავად წარსულისა, ნორას დღემდე შემორჩა ერთგულება და სინაზე.

"ადამინების უმეტესობა თავს იკავებს, აიყვანოს ნორას მსგავსი წარსულის მქონე ცხოველი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ნათლად ჩანს, რომ გადარჩენილ ძაღლს შეუძლია იყოს ყველაზე მოსიყვარულე და ერთგული. ისინი იმსახურებენ კარგ ცხოვრებას", - ამბობს ელისაბედი.

უდავოა, დედა თვალს ადევნებს ბავშვს, როდესაც ძაღლი მის გვერდითაა, მაგრამ ის არ ნერვიულობს იმაზე, რომ  ნორა არჩის ზიანს მიაყენებს. ქალი დარწმუნებულია, რომ ძაღლი  ბავშვს უხეშად არასოდეს მოექცევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

მსოფლიოში უდიდესი პიტბულის მფლობელებმა საკუთარ შვილზე ზრუნვა ძაღლს მიანდეს

ყველაზე საყვარელი მეგობრული წყვილი, რომლებიც ერთად იზრდებიან

ბავშვებისა და ცხოველების შთამბეჭდავი ფოტოები


გალერეა
!!!
ჩემი შვილიც ასე გავზარდე ძაღლებთან და კატებთან ერთად, ისინი არასოდეს ერჩოდნენ ბავშვს, ხშირად დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ, ზოგიერთი ცხოველთმოძულე დარწმუნებული იყო ჩემს შვილს აუცილებლად რაიმე დაავადება აღმოაჩნდებოდა ძაღლის და კატის ბეჭვის გამო, პირიქით კი არის, ჩემს შვილს არანაირი დაავადება არ სჭირს (ამ ცხოველების წყალობით) მათი შვილებისაგან განსხვავებით!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?