ბავშვს ძაღლი განკურნებაში დაეხმარა, დღეს ის თავად ეხმარება ოთხფეხა მეგობრებს
ბავშვს ძაღლი განკურნებაში დაეხმარა, დღეს ის თავად ეხმარება ოთხფეხა მეგობრებს
12 წლის აგუნ დევის თავის ძაღლებთან თამაში უყვარს. ბოლო 2 წლის განმავლობაში გოგონას ოჯახმა არაერთი უპატრონო ძაღლი გადაარჩინა და დევისთვის ისინი ნამდვილი მეგობრები გახდნენ.

ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც დევი კლინიკაში მოწამვლის დიაგნოზით მიიყვანეს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა, გოგონას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ბავშვი 2 კვირის მანძილზე არაფერს ჭამდა და მამამისი ოკა იასნა ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. 

ერთ დღეს, მამა ბავშვის სანახავად კლინიკაში მიდიოდა და გზაზე შავი ძაღლი ნახა. მამაკაცმა ის შვილს მიუყვანა.

"მე ვუთხარი:
დევი, ძაღლი მოგიყვანე. ხომ შეიყვარებ და მოუვლი? და ძაღლი მის გვერდით დავსვი. ამ სიტყვების შემდეგ,
თითქოს რაღაც საოცრებამ ის ფეხზე წამოაყენა. დევი საწოლზე დაჯდა, ჩაეხუტა ცხოველს და საკვები მოითხოვა. ამ დღის შემდეგ, ის სწრაფად გამოჯანმრთელდა. სახლში სამნი დავბრუნდით", - ამბობს ბავშვის მამა.

Zooclub

დევიმ ძაღლს სელიფი დაარქვა. იგი დარწმუნებული იყო, რომ  ძაღლმა გადაარჩინა. ცხოველებისადმი მადლობის ნიშნად, მას ქუჩაში შემხვედრი ყველა უპატრონო ძაღლი სახლში მიჰყავს.

Zooclub

"არის დღეები, როცა სახლში რამდენიმე ახალ ძაღლთან ერთად ვბრუნდები. ერთ დღეს, როცა დავითვალე, ჩვენს ეზოში 60 ძაღლი იყო", - ამბობს დევი.

Zooclub

ბავშვი ცხოველებს დღეში ორჯერ აჭმევს ძაღლების სპეციალურ საკვებს, რომელსაც ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მის "თავშესაფარს" ყოველ თვე ჩუქნის. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ძალიან ღარიბია, მშობლები შვილს გვერდში უდგანან და ეხმარებიან. მეტიც, ისინი ძაღლებისთვის მედიკამენტებს ყიდულობენ, დაშავებულ ცხოველებს ჭრილობებს უმუშავებენ.

Zooclub

ზოგიერთი ოთხფეხა მეგობარი სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს გზაზე სიხარულით ხვდება.

Zooclub

ადამიანები, რომლებმაც მათი "ოჯახური თავშესაფრის" შესახებ შეიტყვეს, ახალშობილ ლეკვებს მათ ეზოსთან ფარულად ტოვებენ.

Zooclub
Zooclub

როდესაც გაიზრდება, გოგონას სურს, გახდეს პოლიციელი, რათა კანონის წინაშე პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოველებს სასტიკად ექცევიან.

ასევე იხილეთ:

პენსიონერმა ქუჩის ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან მატარებელი გააკეთა

ამ პატარა ბიჭს მეტად უცნაური გატაცება აქვს...

მამაკაცი ყოველდღე 80 უპატრონო ძაღლს კვებავს
fiso
მეც ასე ცუდად მექცევიან, იციანჩემი სუსტი წერტილი და უსუსურ კნუტებს და ლეკვებს პირდაპირ ეზოში მიყრიან, მაგრამა არაფერია, ღმერთი ყველას თავისას მიუზღავს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?