ნიუ-იორკში უსახლკარო პიტბულმა და გერმანულმა ნაგაზმა მძარცველი დააკავეს
ნიუ-იორკში უსახლკარო პიტბულმა და გერმანულმა ნაგაზმა მძარცველი დააკავეს
ორი უსახლკარო ძაღლი დაეწია და შეაჩერა 15 წლის სამართალდამრღვევი, რომელმაც ქალს ხელჩანთა გამოსტაცა და გაიქცა.

საღამოს 8 საათზე დაზარალებული ავტობუსიდან ჩამოვიდა და სკამზე ჩამოჯდა, ჩანთა გვერდით დადო.

ახლოს მიმავალმა ბიჭმა უეცრად ქალის ხელჩანთას ხელი სტაცა და სპრინგფილდის პარკისკენ გაიქცა.

თუმცა მას მაშინვე გაედევნა იქვე შემთხვევით მდგარი ორი უსახლკარო ძაღლი, პიტბული და გერმანული ნაგაზი. New York Daily News-ის ცნობით, ისინი მალე დაეწივნენ თავდამსხმელს და მიწაზე დააგდეს.

პოლიციამ მძარცველი დააკავა და ფეხებზე მიღებული ჭრილობების გამო იგი ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, ძაღლები კი
შინაურ ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ მიხედავენ და ახალ ოჯახებში გააჩუქებენ.

ჩანთა პოლიციელებმა პატრონს დაუბრუნეს.
არასრულწლოვანი დამნაშავე კი მშობლებს ჩააბარეს მკაცრი მეთვალყურეობის პირობით. უახლოეს დროს ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?