მიტოვებულმა ძაღლმა ავტოგასამართ სადგურზე სამსახური იშოვა
მიტოვებულმა ძაღლმა ავტოგასამართ სადგურზე სამსახური იშოვა
როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე? ზოგიერთი პატრონისთვის შინაური ცხოველის ერთგულება და სიყვარული დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ისინი ყოველგვარი სინანულის გარეშე, ოთხფეხა მეგობრებს თავშესაფარში, უცხო ადამიანთან ან სულაც ქუჩაში ტოვებენ.

სწორედ მსგავსი შემთხვევა მოხდა ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში. ძაღლი პატრონმა ავტოგასამართ სადგურზე ჩასვა და თავად გზა განაგრძო. სევდიანი ცხოველი, სახელად ნეგაო, რამდენიმე დღე დაეხეტებოდა ამავე ტერიტორიაზე იმ იმედით, რომ პატრონი დაბრუნდებოდა, თუმცა, ამაოდ.

საბედნიეროდ, ნეგაო ავტოსადგომის მფლობელმა საბრინა პლანერმა და მისმა პარტნიორმა სადგურის შენობაში შეიფარეს.

"ჩვენ ის შევიფარეთ და უზრუნველვყავით ყველაფრით,
რაც საჭირო იყო. მოვუტანეთ წყალი, საკვები და საბმელი სეირნობისთვის", - ამბობს საბრინა.

ძაღლმა მიიღო ქუდი,
რომელიც აუცილებელია, რომ ყველა თანამშრომელს ეხუროს და საიდენტიფიკაციო ნომერი.

Zooclub

გარდა ამისა, ნეგაო თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციასთან (FERA), რომელიც უპატრონო ძაღლებს ეხმარება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში და იპოვონ მზრუნველი პატრონი.

უნდა აღინიშნოს, რომ ნეგაომ მონაწილეობა მიიღო  ჯგუფურ ფოტოსესიაში, რომელიც სარეკლამო სტენდისთვის მომზადდა.

ასევე იხილეთ:

კატა ბობო 9 წელია, მაღაზიაში მუშაობს

ჩილეში უპატრონო ძაღლებს სამსახურით და საცხოვრებელი ადგილით უზრუნვეყოფენ

ქუჩის კატა ედი ავსტრალიის პოლიციის თანამშრომელი გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?