შოტლანდიური ნაგაზი ნაგვის გადამამუშავებელ ღუმელში დაწვისგან წამებით ადრე იხსნეს!
შოტლანდიური ნაგაზი ნაგვის გადამამუშავებელ ღუმელში დაწვისგან წამებით ადრე იხსნეს!
წყვილი ნოტინგჰემიდან ძაღლთან ერთად პარკში სეირნობდა. უეცრად შელტის ჯიშის ერთი წლის ასაკის უინსლი პატრონს ხელიდან დაუსხლტა და სადღაც გაიქცა. მისი ყურადღება უცნობმა სპანიელმა მიიქცია, ამიტომ ის ძახილზე აღარ რეაგირებდა და სულ მალე თვალს მიეფარა.

გულმოსული დოროთი და როჯეტი ძაღლს პარკში საღამომდე ეძებდნენ, შემდეგ კი ძაღლის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

ამ დროს უინსლი თავისუფლებით ტკბებოდა, თუმცა, ძალიან მალე იგი შიმშილმა შეაწუხა და სახლის ძებნა დაიწყო. საუბედუროდ, ის ქალაქის სრულიად უცხო მხარეს აღმოჩნდა. გაყინული და დაბნეული შელტი საკვების ძებნის დროს ქალაქის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე
აღმოჩნდა.

Zooclub

როგორ მოხვდა ძაღლი დახურულ კონტეინერში არავინ იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს კონტეინერი გადაიტანეს ქარხანაში,
სადაც ნაგავს წვავდნენ. შესაძლოა, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა, ან ძაღლს დაეძინა და იგი ვეღარ შეამჩნიეს ქარხნის მუშებმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - უინსლი აუცილებლად დაიწვებოდა გახურებულ ღუმელში ტონა ნაგავთან ერთად...

Zooclub

ის, რაც შემდეგ მოხდა საოცრებას ჰგავს...

კონტეინერის ღუმელში მოთავსებამდე წამებით ადრე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიგო სუსტი ხმა, რომელსაც ნაგვის ხმაური ფარავდა. კაცმა მთლიანი პროცესი შეაჩერა და სასწრაფოდ სამაშველო ჯგუფი გამოიძახა. ადგილზე მისული ბრიგადა 12 მეტრის სიღრმის მაღაროში ჩავიდა და იქიდან ცოცხალმკვდარი ძაღლი ამოიყვანა.

და აი, ბინადრის დაკარგვიდან 3 დღის შემდეგ, პატრონებს დაუკავშირდნენ. ძაღლი დაჩიპული იყო, რის მიხედვითაც ძალიან მალე გაარკვიეს პატრონების კოორდინატები.

Zooclub

დოროთისა და როჯეტის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

"დღემდე არ მჯერა, რომ მას ასე გაუმართლა", - ამბობს 71 წლის დოროთი ბლედონი, - "უკვე გვეგონა, რომ ვეღარასოდეს ვნახავდით!"

Zooclub

და ეს ასეც მოხდებოდა, რადგან მართლაც წარმოუდგენელია, ვიღაც შეამჩნიო კონტეინერში, რომელიც 12 მეტრის სიღრმის მაღაროში იმყოფება.

უინსლი სახლში, მშობლებთან დაბრუნდა! იმედია, ეს ფუმფულა სილამაზე აღარასოდეს გაიმეორებს თავის შეცდომას და უცხო ცუგებს არ გაეკიდება!

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?