საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს (+ვიდეო)
საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს,  საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს (+ვიდეო)
მამაკაცი საკუთარ ძაღლთან ერთად მშვიდად სეირნობდა ქუჩაში, როდესაც 2 განრისხებული პიტბული თავს დაესხათ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პატრონმა, ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თავის ოთხფეხა მეგობარს საკუთარი სხეულით გადაფარებოდა.

ინციდენტი სათვალთვალო ვიდეო კამერამ დააფიქსირა. შედეგად, ძაღლმა და პატრონმა არაერთი ტრავმა მიიღეს.

წარმოიდგინეთ, როგორი უსაზღვრო სიყვარული აქვს ამ ადამიანს საკუთარი ოთხფეხა მეგობრის მიმართ, რომ ასე მოიქცა - მან დაძლია შიში და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

გაუგებარია, რატომ მივიდნენ თვითმხილველები მოგვიანებით, რადგან ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში შორიდან აკვირდებოდნენ საშინელ სცენას (ვიდეოში ჩანს, თუ როგორ
დგანან ადამიანები მოშორებით). ისინი მოგვიანებით დაეხმარნენ მამაკაცს და პიტბულები ტერიტორიიდან გაყარეს. 

საბედნიეროდ 
ძაღლი და პატრონი გადარჩნენ, თუმცა მათ არაერთი დაზიანება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

ძაღლი ადამიანის მეგობარია, ხოლო მეგობრებს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ. 

Zooclub

ასევე იხილეთ:

კატა 7 პიტბულსა და მათ პატრონს თავს დაესხა

ცხვარი მგელს თავს დაესხა, ეს ბუნების კანონებს სცდება

კამეჩი პატარა სპილოს თავს დაესხა, თუმცა, რამდენიმე წამში დედა სპილო გამოჩნდა...
1
ის კაცები რა ქლიავებივით დგანან ფუფ
bebe -s
ვიტირე, გაიხარეთ, თქვენ უკეთილშობილესი ადამიანი ხართ და ეს აუცილებლად დაგიფასდებათ!
Tbilisi
საბრძოლო ჯიშის ძაღლების ნამორდნიკის გარეშე ქუჩაში გაყვანა უნდა აიკრძალოს. ერთხელ შევესწარი, დიდ პიტბულს ახალგაზრდა ქალი ასეირნებდა. უცებ პატარა ბიჭმა ჩაიარა ველოსიპედით, თან ახლოსაც არ იყო, ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდა. ძაღლი ამ ბიჭისკენ გაიქცა, ქალმა ვერ დააკავა და ძაღლი ბავშვს ეცა და ჩამოაგდო ველოსიპედიდან. პატრონი უცებ მივარდა მარა ძაღლს ვერაფერს უშვებოდა, ის მას არ ემორჩილებოდა და ბავშვს კბენდა. მერე მაღაზიიდან ხალხი გამოვარდა და იმათმა მოაშორეს ძაღლი ბავშვს. ის ბიჭი მაგრა გადარჩა. მე ამას ფანჯრიდან ვხედავდი და თავიდან ძაღლი რომ გადახტა ცდილობდა კისერში ჩაფრენოდა პატარა ბიჭს, მარა ისიც რომ მოძრაობდა ვერ შეძლო ჰაერში კარგად დამიზმება და ქვემოთ ტანზე ეცა.
bebe
მე გადავეფარე ჩემს ლაბრადორს, როცა კავკასიური ნაგაზი (სხვათაშორის ქუჩაში გამოგდებული) დაესხა თავს, მაჯის ძვალი გადამიმსხვრია ყბებით, მოვასწარი და ცხვირში ჩავარტყი მუშტი, მერე ბედზე პატრულიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო გავხდი, თავი მაინც უბედნიერეს კაცად მიმაჩნდა. აი, ძაღლის დახვედრა ოპერაციის შემდეგ, ეგ უკვე ცალკე თემაა... ვერ გადმოვცემ როგორ შემხვდა.
mtx
კი გადარჩნენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?