ძაღლი არ იძინებდა და მთელი ღამე პატრონს თვალს არ აშორებდა... ოჯახმა საბოლოოდ შეიტყო სიმართლე
ძაღლი არ იძინებდა და მთელი ღამე პატრონს თვალს არ აშორებდა... ოჯახმა საბოლოოდ შეიტყო სიმართლე
შინაურ ცხოველს ახალ სახლთან შეგუება ყოველთვის უჭირს. ასევე, ძაღლისთვის რთულია, რამდენიმე დღეში უცხო ადამიანებთან შეჩვევა. მეტიც, ეს სერიოზული სტრესია ყველა იმ ცხოველისთვის, რომელიც უეცრად ერთი პატრონიდან მეორესთან აღმოჩნდება.

ეს ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შინაური ბინადარი უცნაურად არასოდეს მოიქცევა, თუ ამის სერიოზული მიზეზი არ არსებობს.

როდესაც ოჯახმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა, ცხოველი ღამე ვერ იძინებდა და მძინარე პატრონს თვალს არ აშორებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მისმა მფლობელმა ძაღლის წარსულიდან სევდიანი ამბავი შეიტყო.

ძაღლი, დღის განმავლობაში,  მხიარულად თამაშობდა ოჯახის ახალ წევრებთან ერთად, მაგრამ
როცა ღამდებოდა და
პატრონები დასაძინებლად წვებოდნენ, შინაური ცხოველი იჯდა მათ გვერდით და თვალს არ წყვეტდა.

Zooclub

პატრონები ვერ იგებდნენ, რატომ იქცეოდა ცხოველი ასე...

იგი  ვეტერინართან წაიყვანეს, თუმცა, ის სრულად ჯანმრთელი აღმოჩნდა. უდავოა, პატრონები ამ ამბავმა გაახარა, მაგრამ მათ ვერ მიიღეს კითხვაზე პასუხი...

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახის წევრები წავიდნენ თავშესაფარში, საიდანაც ძაღლი აიყვანეს. მათ ძაღლის შესახებ ერთ-ერთი მომვლელისგან სიმართლე შეიტყვეს. როგორც აღმოჩნდა, ერთ საღამოს პატრონმა მძინარე ძაღლი თავშესაფარში მიიყვანა და სამუდამოდ იქ დატოვა. სწორედ ამიტომ ვეღარ იძინებდა შინაური ბინადარი ღამე - მას თავშესაფარში დაბრუნების ეშინოდა.

Zooclub

სევდიანი ისტორიის გაგების შემდეგ, ოჯახის წევრები მიხვდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: მათ ძაღლის პატარა საწოლი თავისი საწოლის გვერდით მოათავსეს, მხოლოდ ამის შედეგ ცხოველმა მშვიდად დაიძინა.

Zooclub

სევდიანი, მაგრამ საოცარი ისტორიაა.

ასევე იხილეთ:

წყვილმა ცხოველების თავშესაფარში დარჩენილი უკანასკნელი ძაღლი აიყვანა

ისტორია ძაღლზე, რომელიც მხოლოდ ბავშვს ენდობა

მამაკაცს ძაღლის დახმარება სურდა, თუმცა, მან ცხოველის ყელსაბამზე უცნაური რამ წაიკითხა...


mariami grdzelishvili
საცყალი ატენებდა გამეებს ესჰინოდა ტურმე
არ არის საოცარი?
ხშირად განვიცდი, რომ ჩემმა ძაღლმა ლაპარაკი არ იცის. არადა, აშკარაა, რომ ყველაფერი ესმის... ერთხელ ვხედავ, იატაკზე წევს. ვეუბნები (ყოველგვარი ჟესტიკულაციის გარეშე!): ამ ცივ ფილებზე რომ არ დაწვე, ვერ შეხვალ და სავარძელზე ვერ დაწვები-მეთქი? - შემომხედა, ადგა, შევიდა ოთახში და სავარძელზე დაწვა!!!
gugu
საოცარი სევდიანი ტყული :))))))))))))))))))))))))))))))))))))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?