ძაღლმა, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს, პატარა გოგონა გადაარჩინა..
ძაღლმა, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს, პატარა გოგონა გადაარჩინა..
მიჩიგანში (აშშ) თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის გმირობაზე საუბარი სოცქსელში არ წყდება.

ცხოველთა დაცვის საზოგადოება Delta Animal Shelter-ში ყვებიან, რომ გასული წლის აპრილში თავშესაფარში მიიყვანეს ძაღლი, სახელად პეტუნია, რომელსაც ორი თათი და ნეკნები მოტეხილი ჰქონდა. ძაღლს მოუარეს და ახალი სახელი პინატი დაარქვეს. მის პატრონს კი უჩივლეს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო.

პინატი გაჩუქდა ახალ ოჯახში, საიდანაც მოგვიანებით თავშესაფარს შეატყობინეს საოცარი ამბავი, თუ როგორ გადაარჩინა ძაღლმა ბავშვი. წერილში ყვებოდნენ, რომ დილით, დაახლოებით 11 საათზე, პინატს უცნაური შფოთვა დაეწყო. ის თითქოს გადაირია. დარბოდა კიბეზე ზემოდან
ქვემოთ, ყეფდა, ყმუოდა და ქუჩაში გაშვებას ითხოვდა.

კარი გაუღეს თუ არა, ძაღლი სახლის გვერდით მინდვრისკენ
გაიქცა. პატრონი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც პინატი გაჩერდა და ნანახით გაოგნებულს მოძრაობის უნარი წაერთვა. ბალახზე სამიოდე წლის შიშველი გოგონა მოხვეული იწვა.

მამაკაცმა ბავშვს თავისი სვიტრი დააფარა, სახლში შეიყვანა და 911-ზე დარეკა. მალე მედიკოსები და პოლიციელები მივიდნენ. გოგონა მხოლოდ ერთ სიტყვას - ”ცუგას” ამბობდა.
პინატის პატრონების აზრით, შესაძლოა, მძიმე ცხოვრების გამო, ძაღლს ”მეექვსე გრძნობა” განუვითარდა.

ამერიკის მასმედიის ცნობით, ამ ეტაპზე გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის თავს კარგად გრძნობს. "wzzm13.com"-ის ცნობით, პოლიციელებმა მინდორთან ახლოს გოგონას მშობლების სახლი იპოვეს. სახლში იყო საშინელი ანტისანიტარია, რომელიც არ იყო ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და, როგორც აღმოჩნდა, იქ კიდევ ერთი ბავშვი ცხოვრობდა. სამართალდამცავებმა მშობლებს მეორე ბავშვიც ჩამოართვეს. მალე აღნიშნულ საქმეს შტატის პროკურატურა განიხილავს.
777
პეტუნია მაგარი სახელია ))) ისე ყოჩაღ პეტუნია, ვინ იცის ბავშვს რა მოუვიდოდა პეტუნია პეტუნი რომ არა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?