ბავშვს, რომელსაც კანის ქრონიკული დაავადება აქვს, დეპრესიის დაძლევაში ძაღლი დაეხმარა
ბავშვს, რომელსაც  კანის ქრონიკული დაავადება აქვს, დეპრესიის დაძლევაში ძაღლი დაეხმარა
შვიდი წლის კარტერ ბლანშეტს ვიტილიგო (კანის პიგმენტაცია) აქვს.  ეს უკურნებელი კანის დაავადება ჩნდება ორგანიზმში არასაკმარისი პიგმენტის არსებობის დროს. ამ დროს კანზე ღია ფერის ლაქები ჩნდება: მუქი კანი, ღია შეფერილობის ლაქებით.

მიუხედავად  მშობლების დიდი მცდელობისა, რომ კარტერს ამ პრობლემაზე არ ეფიქრა, ბავშვი მაინც საშინელ დეპრესიაში იყო, მაგრამ სასწაულებიც ხდება:

"ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინა. ინტერნეტში შემთხვევით ვნახე ძაღლის ფოტოები, რომელსაც იგივე დაავადება სჭირდა", - ამბობს ბავშვის დედა სტეფანი.

საუბარია 14 წლის ლაბრადორ რუდიზე, რომელსაც სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვს.  ძაღლს თეთრი ლაქები
სახის იმავე ადგილებზე აქვს, სადაც კარტერს.

"კარტერი აღფრთოვანებული იყო, როდესაც რუდი გაიცნო", - ამბობს სტეფანი.

უდავოა, ძაღლის ჩუქებაზე საუბარი არ იყო, რადგან ლაბრადორი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და ის პატრონებს უსაზღვროდ უყვართ, მაგრამ რუდი და პატრიკი საუკეთესო მეგობრები უნდა გამხდარიყვნენ.

და მართლაც, ძაღლი ბავშვს დეპრესიის დაძლევაში დაეხმარა და ისინი ყოველ უქმე დღეს ერთად ატარებენ. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

"მათ ერთმანეთი ერთი თვის წინ გაიცნეს და ბავშვის განწყობაში რადიკალური ცვლილებებია. ჩემი ბიჭი მეტად თავდაჯერებული გახდა და ნელ-ნელა თავის უნიკალურ გარეგნობას ეჩვევა", -ამბობს ბავშვის დედა.

იხილეთ რუდის ამბავი


sali
ჯექსონსაც ვიტილიგოს დაავადება ჰქონდა მემკვიდრეობით ბაბუასაგან..
admini
მექანიკური შეცდომა იყო, მადლობა შეინიშვნისთვის, ჩასწორებულია
მერი
მეც მაგის დაწერას ვაპირებდი. მეტი გზა არაა, ჩვენ უნდა მივუთითოთ, თორემ აღარც სკოლაში ასწავლიან მართლწერას და როგორც ჩანს, აღარც რედაქტორი არსებობს.
MIRABELLA
ქრონიკული კანიც თუ არსებობდა არ მეგონა-კანის ქრონიკული დაავადება ე.წ ჟურნალისტო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?