5 მულტიპლიკაციური ფილმი ძაღლებზე, რომლებიც ბავშვებს ცხოველების სიყვარულსა და თანაგრძნობას ასწავლის
5 მულტიპლიკაციური ფილმი ძაღლებზე, რომლებიც ბავშვებს ცხოველების სიყვარულსა და თანაგრძნობას ასწავლის
მულტიპლიკაციურ ფილმებს არა მარტო პატარები, არამედ უფროსებიც დიდი სიამოვნებით უყურებენ.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილს პატარაობიდან მიაწოდონ ინფორმაცია შინაური თუ გარეული ცხოველების შესახებ. ბავშვი დაბადებიდან იწყებს სამყაროს შეცნობას, მას აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ცხოველების შესახებ მულტიპლიკაცია კი ერთ-ერთი ინფორმაციის წყაროა, საიდანაც პატარა ცოცხალი არსებების სიყვარულს სწავლობს.


ჩვენ შევკრიბეთ 5 მულტიპლიკაციური ფილმი, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებს და ჩვენი ოთხფეხა ბინადრების სიყვარულს ასწავლის.

"ლედი და მაწანწალა" (აშშ, 1995 წელი)

Zooclub

საინტერესო ფაქტი: უოლტ დისნეი მაწანწალის სახელზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა. შეთავაზებული იყო სხვადასხვა ვარიანტი,
თუმცა, მულტიპლიკაციის შემქმნელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ სახელი "მაწანწალა" გადმოსცემდა ძაღლის ბუნებას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე
კეთილი მულტიპლიკაციური ფილმია, რომელსაც შეუძლია, ადამიანს ნამდვილი თანაგრძნობა ასწავლოს. ისტორია ასახავს ორი ძაღლის ცხოვრებას - ერთი მათგანი ცხოვრობს მდიდრულ სახლში, ხოლო მეორე ქუჩის სასტიკ ცხოვრებას ებრძვის.

"101 დალმატინელი" (აშშ, 1961 წელი)

Zooclub

საინტერესო ფაქტი: თუ კარგად დააკვირდებით, ლეკვების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს. ეს იმდროინდელი ახალი ტექნოლოგიების დამსახურებაა (1961 წელი) - ანიმატორებმა ამ ფილმში პირველად გამოიყენეს ქსეროგრაფი, რაც საშუალებას აძლევდა რამდენიმე დახატული სურათის ანიმაციურად გამრავლებას. ეს მხატვრებს საქმეს უადვილებდა.

სიუჟეტი იმდენად საინტერესოა, რომ სასურველია ბავშვებთან ერთად მშობლებმაც იხილონ. 101 დალმატინელის უზრუნველი ცხოვრება მთავრდება იმ დროს, როცა ბოროტი ქალი კრუელა გადაწყვეტს მათ მოპარვას, რათა ლეკვების ბეწვისგან ქურქი შეკეროს. ამბავი საინტერესოდ ვითარდება - არის, როგორც დაძაბული, ისე სასაცილო მომენტები.

"ბოლტი" (აშშ, 2008 წელი)

Zooclub

სასაცილო ძაღლი ბოლტი ცხოვრობს კინოინდუსტრიის ილუზიის სამყაროში, სადაც ის ყოვლისშემძლე სუპერ-გმირია. შინაური ცხოველი ბედნიერია იმ დრომდე, სანამ ის ქალაქის ქუჩებში არ მოხვდება. ბოლტი არაერთ გამოცდას გაივლის და ყველა პრობლემას ახალი მეგობრების წყალობით გადალახავს.

ამ ანიმაციის ხილვით არა მარტო ბავშვები, არამედ მშობლებიც კმაყოფილნი დარჩებიან.

"ბალტო" (აშშ, 1995 წელი)

Zooclub

საინტერესო ფაქტი: ბალტოს გმირი რეალურადაც არსებობდა. იგი მონადირესთან ერთად ალასკაზე ცხოვრობდა. ძაღლი სცენარისტებსა და მხატვრებს იმდენად მოეწონათ, რომ ფილმში არა მარტო გარეგნობა, არამედ მისი ხასიათიც გადმოსცეს.

ბალტო ლამაზი და კეთილი ძაღლია, რომელიც ლაიკასა და მგლის მეტისია. ძაღლის უცნაური ხასიათისა და გარეგნობის გამო, მას ყველა ხროვა დევნის. ბალტო არაერთ ბავშვს დაეხმარება და საბოლოოდ, თავისი დანიშნულებაც იპოვა. ეს საოცარი მულტიპლიკაციური ფილმი გასწავლით სიყვარულს, თანაგრძნობასა და მოთმინებას.

"ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება" (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ. 1989 წელი)

Zooclub

საინტერესო ფაქტი: მხატვარი დონ ბლუმი დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორი გარეგნობა უნდა ჰქონოდა მთავარ გმირს, მაგრამ მხატვრის ლარი ლეკერის დახმარებით, ძაღლი საყვარელი, სახასიათო და სასაცილო გამოვიდა.

გულისამაჩუყებელი მულტიპლიკაციური ფილმის მთავარი აზრია, არასოდეს გადაუხადო სამაგიერო მას, ვინც გაწყენინა, ასე მტრის დონეზე დაეცემი. მთავარი გმირის ცხოვრება იმდენად კარგადაა აღწერილი, რომ როგორც ბავშვები, ისე უფროსებიც ერთი ამოსუნთქვით უყურებენ.

ასევე იხილეთ:

10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე

ტოპ 5 კომედიური ჟანრის ფილმი ცხოველებზე, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ

14 საუკეთესო ფილმი "თოვლის ძაღლების" მონაწილეობით



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?