უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
გაიცანით უპატრონო ძაღლი, სახელად ტუა ფულა, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოირჩევა, როგორც ყველაზე ზრდილობიანი ძაღლი. იგი ყოველდღე საჩუქრით  მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს.

"ტუა ყოველდღე ჩემს კართან სხვადასხვა საჩუქრით მხვდება. მას ფოთოლი ან ქაღალდის ნაგლეჯი მოაქვს. სანამ სხვა უპატრონო ძაღლებს დავაპურებ, პირველად ტუასა და დედამისს ვუმასპინძლდები", - ამბობს ტაილანდში მცხოვრები ქალი ორავან ქეივანა.

ძაღლი საკვების ნაცვლად კეთილ ადამიანს ასაჩუქრებს. ორვანმა "ზრდილობიანი"  ცხოველის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც არაერთი მოწონება და მრავალი კომენტარი მოყვა.

Zooclub

ქალი იმედოვნებს, რომ მალე ტულასა და მის მშობელს მზრუნველი
პატრონები გამოუჩნდებათ.

Zooclub

"ვინ იქნება ასეთი განსაკუთრებული ძაღლის პატრონი? მას ნამდვილად  გაუმართლებს, რადგან სახლში ეყოლება კარგად
აღზრდილი შინაური ბინადარი, რომელიც ყოველდღე პატრონის საჩუქრების შერჩევაზე იზრუნებს", - ამბობს ორვანი.

Zooclub

დღეს ტულა ინტერნეტ სივრცეში ცნობილი ძაღლია და მისი აყვანის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.

ასევე იხილეთ:

12 წლის შემდეგ სპილო თავის გადამრჩენელებთან "საჩუქრით" დაბრუნდა

ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ ძაღლს ქუდებს უგზავნიან

თავშესაფარში მყოფი ცხოველები თავად არჩევენ საშობაო საჩუქრებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?