ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა
ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს  ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა
"28 წლის არგენტინელი მამაკაცი ჰეისუს ჰეიზი საკუთარ ეზოში ხის ტოტებს ჭრიდა, როდესაც ფეხი დაუცდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მისი ძაღლი ტონი მიწაზე მწოლიარე პატრონს ჩაეხუტა და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გვერდიდან არ მოშორებია", - წერს ინტერნეტ პორტალი "Yahoo".

პატრონისა და ძაღლის ემოციური ფოტოები ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა, რასაც არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა. ტონის თათები და თავი მამაკაცის მკერდზე ჰქონდა დადებული და სევდიანი უყურებდა, სანამ ექიმები ჰეიზის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანდნენ.

Zooclub

მამაკაცის თქმით, მან რამდენიმე წლის წინ ქუჩიდან უპატრონო ძაღლი აიყვანა. მას შემდეგ
ტონი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.

Zooclub

"მე მას ჩემს შვილს ვეძახი. ის გვერდიდან არ მშორდება. ჩემს
ცოლს იგი საძინებლიდან არაერთხელ გაუძევებია", - ამბობს ჰეიზი.

Zooclub

ტონის პატრონი კლინიკაში დღემდე მკურნალობს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე იხილეთ:

ატა გვერდიდან არ შორდებოდა ოჯახის ახალშობილ წევრს. ის ხვდებოდა, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა

ძაღლი ავადმყოფ პატრონს კლინიკის კართან გამოჯანმრთელებამდე ელოდა

კვიცი, რომელიც ხიდზე გადადიოდა, ფიცრებს შორის გაიჭედა. დედა ცხენი პატარას არ შორდებოდა, რადგან საოცრების იმედი მაინც ქონდა
სოფო
ამ კაცის ადგილზე, მის ცოლს გავაგდებდი საძინებლიდან
tata
რამდენ ადამიანს ჯობია ეხლა ეს ძაღლი,რომელია ცხოველი საკითხავია?
manana
გული გამითბა,საყვარელი და ერთგული არსება,ადამიანზე უკეთესი.მადლობა ამ საიტს,თქვენ მე ცხოვრებას მიმსუბუქებთ...
მარინა
საყვარელი! ადამიანზე უფრო ერთგული.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?