მარტოობის პირველი წუთები: ძაღლი მიხვდა, რომ აღარავის სჭირდებოდა
მარტოობის პირველი წუთები: ძაღლი მიხვდა, რომ  აღარავის სჭირდებოდა
2 კვირის წინ კალიფორნიის ცხოველთა ერთ-ერთ თავშესაფარში პატრონმა ძაღლი მიატოვა. ძუ, სახელად ელექტრა, ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, სანამ თავშესაფრის თანამშრომელმა ვოლიერის კარი არ დახურა. რამდენიმე წუთის შემდეგ ცხოველის სახეზე სევდა და გულის ტკივილი აისახა.

"ეს ნიშნავს, რომ აღარ გჭირდებით? ეს ნიშნავს, რომ მარტო ვიქნები?" - სწორედ ასეთი გამოხედვა ჰქონდა მარტო დარჩენილ ელექტრას.

Zooclub

თავშესაფრის მოხალისემ ლოლის მენჩაკმა ელექტრას სევდისმომგვრელი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რათა მისთვის ერთგული პატრონი მოეძებნა.


"ზოგჯერ ძალიან მინდა, გავუგო იმ პატრონებს, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებს თავშესაფარში ტოვებენ. არ მაქვს სურვილი, ვინმე
განვსაჯო, მაგრამ როცა მფლობელი ბედნიერი მოდის ჩვენთან და ტოვებს ცხოველს, არ მესმის მათი სიხარულის მიზეზი", - ამბობს ლოლისი.

4 წლის ელექტრამ არ იცოდა, რატომ მიატოვა პატრონმა. მიზეზს მოხალისეებიც ვერ ხვდებოდნენ, რადგან ძაღლი არ იყო აგრესიული. პირიქით, ის მეგობრული და ძალიან თბილი ჩანდა.

Zooclub

სოციალურ ქსელში ელექტრას ვიდეო შეუმჩნეველი არ დარჩა. ერთი კვირის განმავლობაში ის 270 ათასმა ადამიანმა იხილა.

საბედნიეროდ, ამ საყვარელმა არსებამ იპოვა სამუდამო სახლი, სადაც ეყვარებათ და მასზე იზრუნებენ. ელექტრა იცხოვრებს დედა-შვილთან ერთად, რომლებსაც დიდი ხანია, სურდათ შინაური ბინადრის აყვანა.

Zooclub

ძაღლი დღეს ბედნიერია, რადგან ჰყავს მოსიყვარულე და მზრუნველი ოჯახი.

ასევე იხილეთ:

წყალდიდობის დროს ეს ძაღლი პატრონებმა ბოძზე მიბმული მიატოვეს

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

თოვლში გადახვეული ნაჭერი ეგდო... იქ აღმოჩენილზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?