მოსწავლის მშობლები გაოცებულები იყვნენ, თუ როგორ მოხვდა ძაღლის ფოტო გამოსაშვებ ალბომში… მალე მათ მწარე სიმართლე გაიგეს...
მოსწავლის მშობლები გაოცებულები იყვნენ, თუ როგორ მოხვდა ძაღლის ფოტო გამოსაშვებ ალბომში… მალე მათ მწარე სიმართლე გაიგეს...
18 წლის დიანა ბლუმმა სტაფორდის უმაღლესი სკოლის გამოსაშვები ალბომი მიიღო.
მისი ფურცვლისას დიანამ ძალიან უცნაური სტუდენტის ფოტო შეამჩნია.

Zooclub

”ძაღლის ფოტომ ჩემი ყურადღება მიიპყრო”, - ამბობს გოგონა, - ”ეს იმდენად საყვარელი იყო, რომ ამ ფურცელს ფოტო გადავუღე და ტვიტერში გამოვაქვეყნე ”.

Zooclub

ბავშვებს ძალიან მოეწონათ ტვიტი, რომელსაც 2500 გამოხმარურება ქონდა.

ამ ბეჯით მოსწავლეს ალფა ქვია. ცხოველი სამსახურებრივი ძაღლია, რომელიც სტუდენტ ენდრიუ შალკთან ერთად ცხოვრობს.

Zooclub

ბლუმი მოყვა,
რომ შალკთან ერთად სასწავლებლის გზაზე ერთი ავტობუსით მგზავრობს და მისი ძაღლიც უნახავს, მაგრამ არც კი წარმოედგინა, რომ ალფას გამოსაშვებ ალბომში ნახავდა.

Zooclub

თავად შალკიმ გააზიარა ჟურნალისტთა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შაქრის
დიაბეტი აქვს. ძაღლი მასთან იმიტომ იმყოფება, რომ გააფრთხილოს, თუკი ენდრიუს სისხლის დონე ზედმეტად დაბლა დაიწევს.

Zooclub

ალფა უნიკალური ძაღლია. მას შეუძლია, თავისი პატრონი შაქრის დონის ცვლილების შესახებ გააფრთხილოს კრიტიკული მდგომარეობის დადგომამდე 20-40 წუთით ადრე.

”ჩემი კუდიანი ბევრჯერ დამხმარებია, ძილში გავუღვიძებივარ. ამას ჩემი სიცოცხლე გადაურჩენია იმიტომ, რომ წამლის მიღებას ვასწრებდი”, - ყვება შალკი.

ბიჭი ამბობს, რომ ძაღლი სკოლაშიც თან წაიყვანა, რომ ახალ გარემოს შეგუებოდა. ალფა სკოლის კოლექტივის ნაწილი გახდა, მას ყველა იცნობს და ძალიან უყვართ. როდესაც ენდრიუმ სკოლის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ძაღლის ფოტო გამოსაშვებ ალბომში ჩაერთო, უარი არ უთხრეს.

"ამ გადაწყვეტილებამ მასწავლებლები და მეგობრები ძალიან გაახარა. ალფა ფოტოგადაღებებზე თან წავიყვანე", - ყვება ახალაზრდა.

ალფას საკუთარი სასკოლო საბუთიც კი გადასცეს.

Zooclub

"ეს ძაღლი ჩემი საუკეთესო მეგობარია. სიხარულით ვატარებ მასთან ერთად დროს სახლში და სკოლაში", - ღიმილით ამბობს ოთხფეხას პატრონი.

Zooclub

ცხოველი ბიჭისთვის გადარჩენაა. თავად ის ფიქრობს, რომ ძაღლი მას ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

ასეთი ისტორიის შემდეგ ვხვდებით, რომ ცხოველი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ის არასოდეს გიღალატებთ და ყოველთვის მხარს დაგიჭერთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?