დამხმარე ძაღლმა პატრონი გულის შეტევისგან იხსნა
დამხმარე ძაღლმა პატრონი გულის შეტევისგან იხსნა
ოქროსფერმა რეტრივერმა პარფემ უსინათლო პატრონი - რეიჩელ სლეიტერი გულის შეტევისგან იხსნა. ძაღლმა იგრძნო, რომ ხნიერ ქალს რაღაც უჭირდა და შუა ღამეს გააღვიძა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა რეიჩალს გულის უკმარისობა დაუდგინეს.

საინტერესოა, რომ პირველად პარფეიმ პატრონი საღამო ხანს უცნაური ქცევების დახმარებით გააფრთხილა, მაგრამ ქალი ვერ მიხვდა ცხოველის წინათგრძნობებს და ეზოში გაუშვა. მოგვიანებით კი, ძაღლმა პატრონი ღამის 3 საათზე გააღვიძა. სწორედ ამ დროს იგრძნო მოხუცმა, რომ მისი გული ჩვეულებრივზე სწრაფად ცემდა. გარდა ამისა, მას გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა. ექიმების თქმით, რომ არა დროული სამედიცინო
ჩარევა,
გულის შეტევა გარდაუვალი იყო.

უცნობია, თუ როგორ მიხვდა დამხმარე ძაღლი მოსალოდნელ ინფარქტს, რადგან მისთვის გულის შეტევის წინასწარი სიმპტომები არავის უსწავლებია.

ასევე იხილეთ:

საყვარელმა ჩიხუახუამ მომაკვდავი პატრონი სიცოცხლისკენ მოაბრუნა

მარტოხელა პენსიონერი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა

გმირი ცხოველები, რომლებმაც ადამიანები დაღუპვას გადაარჩინეს


თეონა
WWW.WAPI.GE ♥ ახალი ქართული სოციალური ქსელი შემოგვიერთდით ჩვენთან არ მოიწყენთ....
kora
ეს ძაღლი - სიცოცხლეა, ბედნიერება და სიყვარული. საერთოდ ძაღლებს თითქოს ბუნებისგან მისჯილი აქვთ ერთგულება და ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ზრუნვისგან და ერთგულებისგან წარმოიშვება საიმედო, დიდი სიყვარული.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?